კულტურა › ფესტივალი | თბილისი

ლიტერატურული ფესტივალი 'ინსომნია'

ლიტერატურული ფესტივალი 'ინსომნია'
ლიტერატურული ფესტივალი 'ინსომნია'

ლიტერატურული ფესტივალის "ინსომნიას" შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება. ახალი ლიტერატურული ფესტივალი "ინსომნია"იწყება.

ფესტივალის მონაწილეებს კონკურსის სახით შეარჩევს სპეციალურად შემდგარი ჟიური. ჟიურის წევრები არიან:

დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე, ნატო დავითაშვილი, ბლოგერი მოლი ბლუმი, ნიკა სამუშია.

შეირჩევა შვიდი მონაწილე. თითოეული მათგანი ერთი ღამით წიგნის მაღაზიაში გამოიკეტება, სადაც მან უნდა დაწეროს მოთხრობა, ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკისა და ჰორორის ჟანრში. ხოლო მისი წერის პროცესს მთელი საზოგადოება იხილავს ინტერნეტით, პირდაპირ ეთერში, რომელსაც სპეციალურად დამონტაჟებული ვიდეო - კამერები გადაიღებს. ამ პროცესს ასევე ეყოლება მოდერატორი, რომელიც ფესტივალის საინტერესო დეტალებს პარალელურად გააცნობს პროექტის მონაწილეთა გულშემატკივრებს. კონკურსანტების ნამუშევრების წიგნად გამოცემას ქარჩხაძის გამომცემლობა უზრუნველყოფს.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა მისამართზე fest.insomnia@gmail.com უნდა გამოგზავნონ საკუთარი ფობიოგრაფია - სამგვერდიანი წერილი, სადაც აღწერილი იქნება, რისი შეეშინდათ ყველაზე მეტად და როგორ იმოქმედეს ამ დროს. ლიტერატურული ფესტივალის "ინსომნიას" იდეის ავტორი ზაზა კოშკაძეა, პროექტს ქარჩხაძის გამომცემლობა და წიგნის მაღაზია BookCity ახორციელებს.

წყარო: წიგნების ქალაქი