კულტურა › ფესტივალი | თბილისი

ფესტივალი 'ქუჩის მუსიკის დღე'

ფესტივალი 'ქუჩის მუსიკის დღე'
ფესტივალი 'ქუჩის მუსიკის დღე'

დიდებული ფესტივალი მუსიკოსებისათვის, იმათთვის ვინც უკრავს, მღერის, ქმნის ნებისმიერი ჟანრის კომპოზიციას.

ქუჩის მუსიკის დღე – ყოველწლიური ფესტივალია ლიტვაში, რომელიც 2007 წელს, ცნობილმა ლიტველმა მუსიკოსმა ანდრიუს მამონტოვასმა დააფუძნა.

ყოველი მაისის ერთ დღეს ყველა მუსიკოსი და შემსრულებელი იკავებს სხვადასხვა ქალაქს, გამოდის ქუჩაში და უკრავს მუსიკას.

ეს არის დღე, როდესაც მთელი ლიტვა მუსიკის ჰანგების ქვეშ ერთიანდება. 2007 წელს ის პირველად ვილნიუსში ჩატარდა, მოგვიანდებით 2009-ში ფესტივალი მთელს ლიტვაში გავრცელდა და ყველა მუნიციპალიტეტი ჩაერთო მასში. საბოლოო ჯამში 5000-ზე მეტმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა ფესტივალში.

ევროპის ქვეყნებმა არ დააყოვნეს და შეუერთდნენ ლიტვის ამ ტრადიციას. თავად დამფუძნებლის სურვილი იყო დაენერგა ქუჩის მუსიკის დღე მთელს მსოფლიოში, იდეაც სწრაფად გავერცელდა და მოძრაობას შეუერთდა ბელარუსია და ლატვია.

2012 წელს ქუჩის მუსიკის დღე პირველად გაიმართა საქართველოშიც.

ეს კარგი შანსია უცნობი მომღერლებისთვის გახდნენ ცნობილები და პროფესიონალი მუსიკოსებისთვის კი გამოავლინონ თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობები. ეს არის გარემო, სადაც მუსიკოსები ახორციელებენ თავიანთ იდეებს, ავლენენ გრძნობებს. ეს კარგი საშუალებაა ამაღლდეს მუსიკის კულტურა საქართველოში, შემოქმედების სიყვარული, ამცირებს ყოველგვარი რასიზმის გამოვლინებასა თუ დისკრიმინაციას.

წყარო: ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგა