კულტურა › ფესტივალი | საზღვარგარეთ

ჩრდილების თეატრის ჯადოსნური ხელების ანიმაცია საერთაშორისო ფესტივალზე

ჩრდილების თეატრის ჯადოსნური ხელების ანიმაცია საერთაშორისო ფესტივალზე
ჩრდილების თეატრის ჯადოსნური ხელების ანიმაცია საერთაშორისო ფესტივალზე

2014 წლის ნოემბერში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ჩრდილების სახელმწიფო პროფესიული თეატრი „აფხაზეთი“ ტაილანდში “იუნესკოს” მიერ ორგანიზებულ ფესტივალ  World Puppet Carnival-ში მონაწილეობს.

წლევანდელ ფესტივალზე გამოსვლის საწინდარი კი World Puppet Carnival-ზე  ჩრდილების სახელმწიფო თეატრის  შარშანდელი წარმატებული გასტროლი გახლდათ  -  გასულ წელს კვლავ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილე  „აფხაზეთმა“ ჯილდო ნომინაციაში - „ჯადოსნური ხელების ანიმაცია“ მიიღო.

2014 წლის  საფესტივალო ჟიურიმ 647 მონაწილიდან (თეატრი, ფილმები, ვიდეო, სემინარები, თოჯინები, მუსიკა და სხვ.) 100 შეარჩია. მათ შორისაა ჩრდილების თეატრი საქართველოდან წარმოდგენით - „წელიწადის ოთხი დრო“.  ქართულ დასთან ერთად  ფესტივალში მსოფლიოს 80 ქვეყნის თეატრი მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე, ოქტომბერში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით  ჩრდილების სახელმწიფო პროფესიული თეატრი ინდონეზიაში, სალიჰარას ფესტივალში მონაწილეობის მისაღებადაც გაემგზავრება.

პროექტი ინიცირებულია სსიპ ჩრდილების სახელმწიფო პროფესიული თეატრის დირექტორის, ზურაბ ქვაჩახიას მიერ და  კულტურის სამინისტროს   საქართველოს საერთაშორისო კულტურული პრეზენტაციის პროგრამა „ქართული სეზონის“ ფარგლებში ხორციელდება.

წყარო: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

ვიდეო