კულტურა › ფესტივალი | საზღვარგარეთ

საქართველოს სინფონიეტა “Goldberg Festival”-ზე

საქართველოს სინფონიეტა “Goldberg Festival”-ზე
საქართველოს სინფონიეტა “Goldberg Festival”-ზე

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი "საქართველოს სინფონიეტა" მონაწილეობას  მიიღებს პოლონეთში, ქალაქ გდანსკში  ძველებური მუსიკის ფესტივალში - „Goldberg Festival“.

პროექტის ფარგლებში  თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი ბაროკოს მუსიკის ევროპელ პროფესიონალ შემსრულებლებთან ერთად ერთობლივ კონცერტს გამართავს.  ეს იქნება კავკასიიდან ჩასული ბაროკოს ორკესტრის პირველი კონცერტი ევროპაში.

ბაროკოს ეპოქის მუსიკის ავთენტური მანერით შესრულება საქართველოსთვის სიახლეა, მაშინ როცა ევროპაში ათეულობით წელია აღდგა და ძალზე პოპულარული გახდა აღნიშნული მანერით შესრულება.

ფესტივალში ასევე მონაწილეობენ  მუსიკოსები პოლონეთიდან,  ინგლისიდან და გერმანიიდან.  თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „Goldberg Festival“-ზე გამგზავრება ხელს შეუწყობს მათ პოპულარიზაციას და სამომავლო პროექტებისთვის მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებას.

პროექტი ინიცირებულია სსიპ თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის მიერ და ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო კულტურული პრეზენტაციის პროგრამიდან "ქართული სეზონი".

წყარო: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

ფოტო

საქართველოს სინფონიეტა “Goldberg Festival”-ზე
საქართველოს სინფონიეტა “Goldberg Festival”-ზე