› კულტურა › გამოფენა | თბილისი
ფოტოგამოფენა 'სუხიშვილები - რომანტიკული ფოტომატიანე'
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანსამბლ „სუხიშვილების“ ყოფილი სოლისტის თენგიზ უთმელიძის პერსონალური ფოტოგამოფენა „სუხიშვილები - რომანტიკული ფოტომატიანე“ გაიმართება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოსა და საზღვარგარეთ გასტროლებზე სუხიშვილების ანსამბლის წარმატებები, გასული საუკუნის სამოციანი წლების ანსამბლის ცხოვრების ფოტოისტორია. სწორედ ამ პერიოდს უწოდა ნინო რამიშვილმა „ოქროს ხანა“.
მისამართი: ი ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზი
წყარო: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი