კულტურა › გამოფენა | საზღვარგარეთ

საქართველო პირველად ნიუ-იორკის არტ ექსპოზე

საქართველო ნიუ-იორკის არტ ექსპოზე
საქართველო ნიუ-იორკის არტ ექსპოზე

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სახელოვნებო ბაზარზე, ნიუ-იორკ არტ ექსპოზე საქართველო თავისი კულტურით პირველად წარსდგება. ქართული პავილიონი ნიუ იორკში იქნება წარმოდგენილი.

საქართველოს პავილიონს ორგანიზებას გაუწევს გამომცემლობა „მინიატურა“. კულტურის დღეები ნიუ-იორკში მოიცავს ქვეყნის კულტურის მცირე ნაწილის წარმოჩენას, კერძოდ ქართული მხატვრობის, ქანდაკების გამოფენას და ქართული წიგნის ხელნაკეთი ნიმუშების წარდგენას. (ნიუ იორკში წარსადგენი წიგნების კერვის მეთოდი შექმნილია ქართველი გამომცემლების მიერ, არის ინოვაცია და ანალოგი არ მოიძებნება მსოფლიოში).
Art Expo New York წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ არტ ბაზრობას, რომელიც 35 წელზე მეტია იმართება. გარდა ჯგუფური ექსპოზიციებისა ბაზრობა ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასვა ქვეყნიდან 400-ზე მეტ პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს.

არტ ექსპოზე მონაწილეობს 500-ზე მეტი გალერეა, 150 მუზეუმი, დამთვალიერებელთა რაოდენობა ასეულობით ათასს აღემატება. ექსპოს ორგანიზატორია მსოფლიო მედია ლიდერი Redwood Media Group (აშშ).

ექსპოს დასრულების შემდეგ, 7 აპრილს გაიმართება სპეციალური მიღება საქართველოს გენერალურ საკონსულოში. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ემიგრანტებთან, რომელსაც უზრუნველყოფს ნიუ-იორკის ქართულ-ამერიკული კულტურის ცენტრი The Georgian theater of New York.LSD-ში.

ექსპოზე წარმოდგენილი იქნება ყველა თაობის ქართველი მხატვარი, მათ შორის ზურაბ ნიჟარაძე, ბესო არბოლიშვილი, ოთარ იმერლიშვილი, შალვა მატუაშვილი, რეზო ადამია, გიორგი ლაღიძე, ლაშა, ჯემალ და გიორგი კუხალაშვილები და სხვა ხელოვანები.

წყარო: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

ვიდეო