წმიდა მეფე თამარის სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა.
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი, პირველი სახელობო და სახელოვნებო სასწავლებელი საქართველოში, დაფუძნდა 2009 წლის ივლისში უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს - პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპილიტის ილია II - ის ლოცვა-კურთხევით.
დღეისათვის სკოლა-პანსიონში 450 მოსწავლე და 80-მდე სტუდენტი სწავლობს: აჭარიდან, ტაო-კლარჯეთიდან, ჰერეთიდან და ეკომიგრანტთა შვილები საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან.
სკოლა-პანსიონის მოსწავლეები სწავლასთან ერთად ეუფლებიან გამოყენებითი და სამუსიკო ხელოვნების სპეციალობებს: ფორტეპიანო, ვიოლინო, ფლეიტა, ქართული ხალხური საკრავები, ქართული ხალხური სიმღერები, თექა, ტიხრული მინანქარი, ხის მხატვრული დამუშავება, ეროვნული სამოსის მოდელირება და სხვ.
სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და სტუდენტთა მონაწილეობით გაიმართება კონცერტი.