კულტურა › გამოფენა | თბილისი

ნინო გელაძის გამოფენა 'ბავშვები'

ნინო გელაძის გამოფენა 'ბავშვები'
ნინო გელაძის გამოფენა 'ბავშვები'

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ ნინო გელაძის გამოფენას სახელწოდებით "ბავშვები".

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნინო გელაძის ნამუშევრები, ფერწერა, გრაფიკა, ოფორტი. ნამუშევრები ასახავენ ჩვეულ ყოფაში დავიწყებულ და სუფთა, ოცნებასთან გაიგივებულ სამყაროს, რომელსაც ბავშვთა პორტრეტები ქმნიან.

ნინო გელაძე იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის კურსდამთავრებულია. 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვროაკადემია. გამოფენებში 1981 წლიდან მონაწილეობს. 1984 წლიდან მხატვართა კავშირის წევრია. მისი ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში გერმანიაში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, ინგლისსა და რუსეთში.

ნინო გელაძის მიერ შემოთავაზებული, სუფთა და მშვიდი განცდებით აღსავსე სახეთა გალერეა ქმნის ყოველდღიურობაში დავიწყებულ განწყობას,რომელიც ადამიანთა ფიქრს მუდამ მარადიულისკენ წარმართავს.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა 8

წყარო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ფოტო

ნინო გელაძის გამოფენა 'ბავშვები'
ნინო გელაძის გამოფენა 'ბავშვები'