კულტურა › გამოფენა | თბილისი

ალექსანდრ კორნოუხოვის ნამუშევრების სააღდგომო გამოფენა

ალექსანდრ კორნოუხოვის ნამუშევრების სააღდგომო გამოფენა
ალექსანდრ კორნოუხოვის ნამუშევრების სააღდგომო გამოფენა

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში, გაიხსნება მოზაიკის ცნობილი ოსტატის ალექსანდრ კორნოუხოვის ნამუშევრების სააღდგომო პერსონალური გამოფენა.

ალექსანდრ კორნოუხოვი მრავალი მოზაიკური პანოს ავტორია ევროპაში, რუსეთსა თუ საქართველოში. კორნოუხოვის ნამუშევარი ამშვენებს სიონის ეკლესიის კარიბჭეს, ვენის პარკს ასევე არაერთ შენობას იერუსალიმში, ციურიხსა და უკრაინაში.

მხატვარი დღემდე ეძებს ახალ ტექნოლოგიებს თანამედროვე არქიტექტურაში მოზაიკის ინტეგრაციისათვის. კითხულობს ლექციებს მოსკოვის უმაღლეს სასწავლებლებში. ავტორს მხარში უდგანან ახალგაზრდა ქართველი ხელოვანები - ლევან ლუხუმ და ალექსი ნავერიანები. ალექსანდრ კორნოუხოვი მოზაიკური ხელოვნების ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებელია. დაიბადა მხატვრის ოჯახში, დაამთავრა მოსკოვის პოლიგრაფიული ინსტიტუტი, სტუდენტობის წლებშივე მუშაობდა ვიტრაჟის ტექნიკაზე, მოზაიკასა და ფერწერაში.

მოზაიკის ხელოვნება ოთხ ათასეულ წელს ითვლის, ხელოვნების დარგად კი ძველ საბერძნეთში ჩამოყალიბდა. საქართველოში მოზაიკის ტრადიცია ბიზანტიურს უკავშირდება, თუმცა ქართული სტილის თვითმყოფადობა ქართულმა სამხატვრო სკოლამ განაპირობა. ქართული ტაძრების მოზაიკური მორთულობიდან მცირე ნაწილია გადარჩენილი: მე-12 საუკუნის გელათის ღვთისმშობლის უნიკალური ფრესკა და წრომის ტაძრის მოზაიკის ფრაგმენტები.

წყარო: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი

ფოტო

ალექსანდრ კორნოუხოვის ნამუშევრების სააღდგომო გამოფენა
ალექსანდრ კორნოუხოვის ნამუშევრების სააღდგომო გამოფენა