ახვლედიანის ბავშვთა გალერეის სააღდგომო გამოფენა

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეის ორგანიზებით გაიხსნება ტრადიციული სააღდგომო გამოფენა.
საიუბილეო გამოფენაში მონაწილეობს 400 ავტორი თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან: საჩხერე, ძალისი, აფხაზეთი, საგარეჯო.
გამოფენის მიზანია, ბავშვები უკეთ გაეცნონ მართლმადიდებლურ რელიგიას, ბიბლიისა და სახარების შინაარს, ხოლო „გალერეის“ თანამშრომლები ყველანაირად ცდილობენ ქართველი ბავშვების ნიჭი და ხელოვნება გააცნონ ფართო საზოგადოებას და ჩამოსულ სტუმრებს.
ნამუშევრები შესრულებულია სხვადასხვა ტექნიკით. თემატიკა მრავალფეროვანია. რელიგიური თემების გარდა არის პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები,გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები და სხვა.