საქართველოს მწერალთა სახლი გამორჩეული ქართველი საზოგადო მოღვაწის ივანე მაჩაბლის დაბადებიდან 165 წლის იუბილეს აღნიშნავს.
მოსწავლეებისთვის ლიტერატორი და მთარგმნელი პაატა ჩხეიძე ისაუბრებს ივანე მაჩაბლის მოღვაწეობაზე და უილიამ შექსპირის ივანე მაჩაბლისეულ თარგმანებზე.
ამავე დღეს გაიხსნება გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ არქივში და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ივანე მაჩაბლის ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი საარქივო მასალა - როგორც ფოტოები, დოკუმენტები და ხელნაწერები, ასევე ივანე მაჩაბლის პირადი წიგნები.