კულტურა › გამოფენა | თბილისი

თიბისი გალერეაში მხატვარ გია ხუციშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

თიბისი გალერეაში მხატვარ გია ხუციშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება. წარმოდგენილი იქნება ხუციშვილის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი დაზგური ფერწერის კლასიკური ჟანრები - ნატურმორტი, პეიზაჟი, კომპოზიცია. გამოფენილი ნამუშევრების უმეტესობას დამთალიერებელი პირველად იხილავს.

გია ხუციშვილი ცნობილი ქართველი მხატვრის, თამაზ ხუციშვილის შვილია. მისი შემოქმედება 30 წელს ითვლის, შექმნილი აქვს ასობით ნამუშევარი, მონაწილეობს გამოფენებში საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ. ბოლო პერსონალური გამოფენა მას 2006 წელს ჰქონდა.

დასწრება უფასოა.

მისამართი: მარჯანიშვილის 7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, IV სართული

წყარო: თიბისი ბანკი