კულტურა › გამოფენა | თბილისი

თვითნასწავლი მხატვრის, ლაშა კინწურაშვილის გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრების გამოფენა

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება თვითნასწავლი მხატვრის, ლაშა კინწურაშვილის გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრების გამოფენა.

ლაშა კინწურაშვილი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაინტერესდა იკონოგრაფიით, ხატწერის ხელოვნებას სასულიერო აკადემიის ხატმწერთა სტუდიაში დაეუფლა. დღეს იგი საპატრიარქოს ხატმწერია და ერთ-ერთი დამაარსებელი წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ხატმწერთა საძმოსი.

1992-1995 წლებში ლაშა კინწურაშვილმა მოხატა რამდენიმე ტაძარი, მათ შორის , დავით ხიდაშელთან ერთად, მარტყოფის ღვთაების მონასტერში წმიდა გიორგის ბაზილიკა. 1995-2001 წლებში მოსკოვშია, სადაც წმიდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესია მოხატა. 2001 წლიდან ისევ საქართველოში აგრძელებს იკონოგრაფიულ საქმიანობას. ამჟამად მლეთის წმიდა გიორგის ეკლესიას ხატავს.

ლაშა კინწურაშვილის ტილოები ქართული ხელოვნების ძვირფასი საგანძურია.

წყარო: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი

ფოტო

ლაშა კინწურაშვილი
ლაშა კინწურაშვილი