კულტურა › გამოფენა | თბილისი

გამოფენა 'თანამედროვე ქართული გრაფიკა' - 'ქართველი მხატვრები'

გამოფენა 'თანამედროვე ქართული გრაფიკა' - 'ქართველი მხატვრები'
გამოფენა 'თანამედროვე ქართული გრაფიკა' - 'ქართველი მხატვრები'

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი გიწვევთ გამოფენაზე ,,თანამედროვე ქართული გრაფიკა” – ღია ბარათების სერიიდან ,,ქართველი მხატვრები”.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება   ირაკლი ფარჯიანის, ესმა ონიანის, რუსუდან ფეტვიაშვილის, ირაკლი ჩიქოვანის, ბერდია არაბულის, ლეილა გრიგოლიას, თეა სოსელიას, ტატო ახალკაციშვილის, ნინო ინჯიას, ნინო კობაიძის,თედო რეხვიაშვილის, ირაკლი ტოკლიკიშვილის, გიორგი გაწერელიას, თეონა დოღონაძის, და ოთარ ბულეიშვილის გრაფიკული ნამუშევრები.  

გამომცემლობა ,,არტანუჯმა“ ღია ბარათების სახით დაბეჭდა და თავი მოუყარა თანამედროვე ქართული გრაფიკის გამორჩეულ მხატვართა ნამუშევრებს. სხვადასხვა თაობის გრაფიკოსთა ნამუშევრების თავმოყრა, მათი ერთიანი და ამავე დროს განსხვავებული ხედვა, სხვადასხვა ხელწერით შესრულებული და თემატურად გამორჩეული ნამუშევრები,  საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ქართველი გრაფიკოსები გამოირჩევიან განსაკუთრებული ოსტატობით და ქართული გრაფიკული სკოლა ყოველთვის იქცევს დიდ ყურადღებას. გრაფიკულ ნამუშევრებთან ერთად, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება  ღია ბარათებიც.  

გამოფენა ნათლად წარმოაჩენს ხელოვნების კავშირს ქვეყნის ინტეგრირებისა და პოპულარიზაციის პროცესთან. გამოფენა და ღია ბარათების პრეზენტაცია ხაზს უსვამს თანამედროვე ქართული გრაფიკის მხატვრულ და ისტორიულ დანიშნულებას.

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა 8.

წყარო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ფოტო

გამოფენა 'თანამედროვე ქართული გრაფიკა' - 'ქართველი მხატვრები'
გამოფენა 'თანამედროვე ქართული გრაფიკა' - 'ქართველი მხატვრები'

ვიდეო