კულტურა › გამოფენა | თბილისი

ბადრი კეთილაძის ფოტოგამოფენა

ბადრი კეთილაძის ფოტოგამოფენა
ბადრი კეთილაძის ფოტოგამოფენა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სპორტული ფოტოგრაფის ბადრი კეთილაძის ფოტოგამოფენა გაიმართება.

ფოტოგამოფენა, რომელიც ბადრი კეთილაძის 55 წლის იუბილეს ეძღვნება სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება.

ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, მინისტრის მოადგილეები, ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, ფოტოგრაფები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები დაესწრებიან.

ლევან ყიფიანი ბადრი კეთილაძეს ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო სიგელს გადასცემს.

დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ ბადრი კეთილაძის არქივიდან 55 გამორჩეული ფოტო იხილონ. ბადრი კეთილაძე 25 წელია რაც სპორტულ ფოტოგრაფიაში მოღვაწეობს და ქართული სპორტის უნიკალური არქივი გააჩნია. ის წლების განმავლობაში იყო „სარბიელის" ფოტოგრაფი, ამჟამად კი თბილისის „დინამოს", „მსოფლო სპორტის" და uefa.com - ის თანამშრომელია.

ბადრი კეთილაძის ფოტოები გამოყენებულია შემდეგ წიგნებში - „სპორტის ენციკლოპედია", „ქართული სპორტის ფოტო ისტორია", „ქართული სპორტის ოქროს წიგნი", „მსოფლიო თასის ისტორია", „ქართული ფოტოგრაფია", „ამერული ჩანაწერები - 1500 ნაბიჯის მოკლე ისტორია".

ბადრი კეთილაძე - სპორტული ფოტოგრაფი

დაიბადა 1959 წლის 2 ივნისს ქუთაისში

განათლება: დაამთავრა ქუთაისის 34 - ე სკოლა, სწავლობდა მოსკოვის ხელოვნების უნივერსიტეტში (1986 წლის გამოშვება) საქმიანობა, 1991 - 1993 წელი გაზეთი „ქუთაისი", 1993 - 1996 წელი გაზეთი „ბურთი და მოედანი", 1996 - 2009 წელი გაზეთი „სარბიელი", 2001 წლიდან UEFA.COM-ის ფოტოგრაფი (საქართველო), 2007 - 2008 წლები - კითხულობდა ლექციებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), 2009 - დღემდე გაზეთი „მსოფლიო სპორტი", 2010 - დღემდე თბილისის „დინამოს" ფოტოგრაფი.

წყარო: სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო