კულტურა › გამოფენა | თბილისი

საერთაშორისო მოძრავი ფოტოგამოფენა 'ფანჯარა სამყაროში'

საერთაშორისო მოძრავი ფოტოგამოფენა 'ფანჯარა სამყაროში'
საერთაშორისო მოძრავი ფოტოგამოფენა 'ფანჯარა სამყაროში'

ზურაბ წერეთლის თანამედროვე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის საგამოფენო სივრცე დაეთმობა საერთაშორისო მოძრავ ფოტო გამოფენას „ფანჯარა სამყაროში“. გამოფენაში მონაწილეობენ ადგილობრივი ფოტოგრაფები და ავტორები : ავსტრიიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, სასომხეთიდან, ნიდერლანდებიდან, რუსეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და უკრაინიდან.
ფოტო გამოფენის მნახველს შეეძლება იხილოს სხვადასხვა ქვეყნის კუთხეები, არქიტექტურა, ხალხი და გახდეს მათი ყოველდღიურობის მონაწილე. ასევე გამოფენის ერთი ნაწილი მიძღვნილია დიდი ხელოვანის ბატონი ზურაბ წერეთლის იუბილესადმი და წარსდგენილი იქნება მისი ცხოვრების პატარა ნაწილი დანახული და გადმოცემული სხვადასხვა ავტორების ფოტოობიექტივის დახმარებით.

ინტერნეტ-რესურსი PhotoPodium.com, ფედერალური სააგენტო “როსსოტრუდნიჩესტვო” (“Rossotrudnichestvo”), “რუსეთის მხატვართა შემოქმედებითი კავშირი” – სექცია “არტ-ფოტო” წარმოადგენს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში საერთო პროექტს.

წარდგენილი პროექტი არის მოძრავი გამოფენა ავტორების ინტერნეტ-რესურსიდან PhotoPodium.com, რომელიც დარეგისტრირებულია აშშ-ს ტერიტორიაზე. ინტერნეტ-რესურსის ადმინისტრაციის

ძირითადი ამოცანაა: გააერთიანოს სხვადასხვა მსოფლიო ქვეყნებში მცხოვრები ფოტოხელოვანები გამოცდილების გასაზიარებლად და გამოფენის მეშვეობით მათი ხელოვნების პოპულიზაციისთვის.
ინტერნეტ-რესურსის კონცეფციის ძირითადი თეზისია: “ხელოვნება მშვიდობისთვის”, რომელიც დღევანდელ დღეს ესეთი აქტუალურია!

2009 წლის ივნისიდან ჩატარდა 24 გამოფენა. ავტორების ფოტო-ნამუშევრები გამოფენილი იყო რუსეთის ფედერაციაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაროკოში, სასომხეთში. პირველი გამოფენის გახსნა “ფანჯარა სამყაროში” იყო ერევანში, “ტეკეიანის ცენტრის” ფონდის შენობაში 15.01.2014 – 28.02.2014 15.01-28.02 2014 წელს. გიუმრში (ლენინაკანი) ჩატარდა გალერეაში “სტილი” 11.04-24.04 2014 წელს.

საერთაშორისო ფოტოგამოფენის მიზანია - საქართველოს და სასომხეთის მოქალაქეები და სტუმრები გააცნოს ხელოვნებას ავტორების სხვადასხვა ქვეყნებიდან: ავსტრიიდან, სასომხეთიდან, გერმანიიდან, საქართველოდან, ისრაელიდან, ნიდერლანდებიდან, რუსეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და უკრაინიდან, რომლებიც ჯერ არ გამოფენილან საქართველოში.

ინტერნეტ-რესურსმა PhotoPodium.com - მა გააერთიანა პროფესიონალი ფოტოხელოვანები და მოყვარული ფოტოგრაფები, მცხოვრები სხვადასხვა ქვეყნებში.

გამოფენის კურატორები:

  • ვიქტორ დანილოვი - ინტერნეტ-რესურსის PhotoPodium.com-ის პრეზიდენტი, „რუსეთის მხატვართა შემოქმედებითი კავშირი“-ის წევრი.
  • იური ბრატუხინი - ინტერნეტ-რესურსის PhotoPodium.com-ის ვიცე-პრეზიდენტი.
  • არმენ ენგოიანი - ინტერნეტ-რესურსის PhotoPodium.com-ის ადმინისტრატორი სასომხეთში, ფოტოგრაფი.
  • ელენა პროტჩევა და მარინა ბურენკოვა - ინტერნეტ-რესურსის PhotoPodium.com-ის ადმინისტრატორები რუსეთის ფედერაციაში.
  • მარკ კალინინი - “როსსოტრუდნიჩესტვო”-ს (“Rossotrudnichestvo”) ხელმძღვანელი სასომხეთში და საქართველოში
  • მაკსიმ კირეევი - “რუსეთის მხატვართა შემოქმედებითი კავშირი - სექცია არტ-ფოტო”-ს თავმჯდომარე

წყარო: ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი