კულტურა › გამოფენა | თბილისი

ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა

ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა
ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 200-მდე ნამუშევარი: ფერწერასა და გრაფიკაში შესრულებული ნახატები, თექა, კერამიკა.

ექსპოზიცია გაიმართება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლის დირექტორის მზია კვინტრაძის ორგანიზებით.

მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული.

დასწრება თავისუფალია.

წყარო: საპატრიარქოს ახალგზრდული ცენტრი

იხილეთ სამხატვრო სკოლის ნამუშევრები

ფოტო