კულტურა › გამოფენა | თბილისი

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე - 7 საერთაშორისო გამოფენა

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე - 7 საერთაშორისო გამოფენა
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე - 7 საერთაშორისო გამოფენა

კომპანია ექსპო ჯორჯია გეპატიჟებათ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე - 7 საერთაშორისო გამოფენაზე. წარმოდგენილი იქნება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიები, ქართული ტრადიციებით დამზადებული ყველი, ღვინის ტურიზმი, ღვინის აქსესუარები და სუვენირები, ხალხური რეწვა, ღვინის რესტორნები, საწარმოო დანადგარები და ტექნოლოგიები, შესაფუთი მასალები.

ღვინის გამოფენა მოიცავს პროფესიონალი და მოყვარული დამთვალიერებლისთვის მრავალ საინტერესო ღონისძიებას:

  • ქვევრის ღვინის სიმპოზიუმი
  • ქვევრის ღვინის დეგუსტაცია
  • ქართული ღვინისა და ყველის დეგუსტაცია

ღვინის საერთაშორისო კონკურსი და დაჯილდოების ცერემონია ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ნახოთ და დააგემოვნოთ ერთ სივრცეში თავმოყრილი ქართული ღვინოების  ნაირსახეობა.

ორგანიზატორი: კომპანია ექსპო ჯორჯია.
ღონისძიების მხარდამჭერია: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქართული ღვინის ასოციაცია და ღვინის ეროვნული სააგენტო.

შესვლის ღირებულება: 10 ლარი.

წყარო: ექსპო ჯორჯია

ფოტო

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე - 7 საერთაშორისო გამოფენა
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე - 7 საერთაშორისო გამოფენა