კულტურა › გამოფენა | თბილისი

Tbilisi Beauty 2014 / Caucasus Healthcare 2014

Tbilisi Beauty 2014 / Caucasus Healthcare 2014
Tbilisi Beauty 2014 / Caucasus Healthcare 2014

გამოფენების ცენტრი ექსპო ჯორჯია გეპატიჟებათ ორ გამოფენაზე.

  • კოსმეტიკისა და ესთეტიკური მედიცინის მე-9 საერთაშორისო გამოფენა. (Tbilisi Beauty 2014)
  • სამედიცინო ტექნოლოგიების, ლაბორატორიული აღჭურვილობის, სტომატოლოგიის, ფარმაციისა და ოპტიკის მე-14 საერთაშორისო სპეციალიზირებული გამოფენა. (Caucasus Healthcare 2014)

Tbilisi Beauty 2014

წარმოდგენილი იქნება ესთეტიკური მედიცინა, სახისა და თმის მოვლის საშუალებები, პარფიუმერია და კოსმეტიკა, ტექნოლოგიები, დანადგარები და მოწყობილობები.

გამოფენა საინტერესოა პროფესიონალი და მოყვარული დამთვალიერებლისთვის.

გამოფენის დროს ტარდება პრეზენტაციები, საჩვენებელი პროცედურები, მასტერკლასები და სხვა საინტერესო ღონისძიებები.

ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ნახოთ ერთ სივრცეში თავმოყრილი წამყვანი კომპანიები, დარგის სიახლეები და საკუთარ თავზე გამოსცადოთ უახლესი პროდუქტები და ტექნოლოგიები.

Caucasus Healthcare 2014

წარმოდგენილი იქნება სამედიცინო დანადგარები, ლაბორატიის მოწყობილობები და დანადგრები, სადიაგნოსტიკო მასალები და მოწყობილობები, სტომატოლოგია და ოფთალმოლოგია.

გამოფენის მიზანია სამედიცინო დარგის მესვეურებს გააცნოს ახალი ტექნოლოგიები, პროდუქტები და სერვისები. მონაწილეებსა და დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ ისაუბრონ სიახლეებზე, დაამყარონ ერთმანეთთან საქმიანი კონტაქტები და ხელი შეუწყონ დარგის განვითარებას.

გამოფენის დროს ტარდება პრეზენტაციები, საჩვენებელი პროცედურები, მასტერკლასები და სხვა საინტერესო ღონისძიებები.

ორგანიზატორი: კომპანია ექსპო ჯორჯია
გამოფენაზე შესვლა უფასოა.

 

წყარო: ექსპო ჯორჯია