კულტურა › გამოფენა | თბილისი

მ. თოიძის სახ. ხელოვნების სტუდიის მოსწავლეთა გამოფენა

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, სახალხო მხატვრის, აკადემიკოს მ. თოიძის სახ. ხელოვნების სტუდია აწყობს 5 -15 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შემაჯამებელ გამოფენას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფერწერასა და გრაფიკაში შესრულებული ნახატები და ხელნაკეთი ნივთები: ნაქარგები, თექა, ბატიკა.

მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული.

დასწრება თავისუფალია.

წყარო: საპატრიარქოს ახალგზრდული ცენტრი