კულტურა › გამოფენა | თბილისი

გამოფენა 'თანამედროვე დეკორატიული ხელოვნება'

გამოფენა 'თანამედროვე დეკორატიული ხელოვნება'
გამოფენა 'თანამედროვე დეკორატიული ხელოვნება'

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის „გალერეაში“ გაიხსნება ქეთევან შარაბიძის, ირინა ჯანელიძისა და ნანა მეტივიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა: „თანამედროვე დეკორატიული ხელოვნება“.

სამივე ავტორი არაპროფესიონალი მხატვარია - პოპ -არტის მიმდევარი (დაამთავრეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი მექანიკის ფაკულტეტი). მხატვრათა მიერ გამოფენაზე წარმოდგენილი 150-მდე ექსპონატიც შექმნილია თანამედროვე ინტერპრეტაციით: ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა და შექმნილია შემოქმედის, მხატვრის, ხელოვანის მიერ.

პოპ - არტი, როგორც პოპულარული - ვიზუალური - ხელოვნების მიმდინარეობა, წარმოიშვა ბრიტანეთში და გასული საუკუნის 50 - იან წლებში და სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში. პოპ-არტის საბჭოთა ანალოგი იყო სოც - არტი.
პოპ - არტის მიმდევართა დევიზი იყო და არის: „ხელოვნების ნიმუში ყველასათვის“. ამიტომაც ექსპონატები შექმნილია გაზეთებიდან, ჟურნალებიდან, სარეკლამო ეტიკედებიდან ამოჭრილი გამოსახულებებით, შეწებებულია სხვადასხვა ნივთი და შექმნილია კოლაჟი.

წყარო: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი

ფოტო

გამოფენა 'თანამედროვე დეკორატიული ხელოვნება'
გამოფენა 'თანამედროვე დეკორატიული ხელოვნება'