კულტურა › გამოფენა | თბილისი

ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის აღსანიშნავი გამოფენა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ზამთრის ბაღში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის აღსანიშნავად გაიმართება გამოფენა "საქართველო ევროპულ წყაროებში და ევროპა ქართულ წყაროებში".

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული მონაცემთა ბაზა "ქართული პოეზია ევროპულ თარგმანებში".

ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული მასალები.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა