კულტურა › გამოფენა | თბილისი

ფოტოდოკუმენტალისტი უტა ბეიერის 'კორპუსი 18'–ის პრეზენტაცია

უტა ბაიერის წიგნი 'კორპუსი 18'
უტა ბაიერის წიგნი 'კორპუსი 18'

გამომცემლობა 'სიესტა' გიწვევთ ფოტოდოკუმენტალისტ უტა ბეიერის წიგნის, 'კორპუსი 18'–ის პრეზენტაციასა და ფოტოგამოფენაზე

კორპუსი 18

ყდის დიზაინი: უტა ბეიერი & გამომცემლობა სიესტა

უტა ბეიერის ფოტო: გოჩა ნემსაძე

„კორპუსი 18“ საბჭოთა ეპოქის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია თბილისში. ის 1981 წელს აშენდა და პირველი იყო იმ რამოდენიმე ათეული შენობიდან, რომელთა მშენებლობა ამ ტერიტორიაზე 1980-იანი წლების დასაწყისში უნდა დასრულებულიყო. კორპუსი 18 ცხრასართულიანი ბეტონის საცხოვრებელი კომპლექსია 7 კიბით, თითოეული კიბე 18 ბინას უკავშირდება. სახლში 126 ოჯახი ცხოვრობს. წიგნი მოგვითხრობს კორპუსი 18-ის ბინადარ 18 ოჯახზე 2011 წელს, სახლის აშენებიდან 30 წლის შემდეგ. ყოველი ოჯახი მთლიანი ამბის შემადგენელ პატარა ამბად არის წარმოდგენილი, თანდართული მოკლე ფაქტებით: ოჯახის წევრების სახელები, ასაკი, პროფესიები, სახლში ცხოვრების მათეული ისტორიები, მათი იმედები, ოცნებები, ან შეხედულებები ცხოვრებაზე. „კორპუსი 18“-ის მიზანია გადაიხედოს გაპარტახებული ფასადების, უსახური ბეტონის, კორპუსი 18-ის მოუვლელი საზოგადოებრივი სივრცეების მეორე მხარეს და გამოიკვლიოს შენობის „შიგთავსი“, ინტერიერები, პირადული და დაფარული. უფრო ფართო გაგებით, წიგნი მიზნად ისახავს ცხოვრების, ოჯახური წრის, საცხოვრებლის, სულიერი სიახლოვის ეგზისტენციალური და უნივერსალური ადამიანური კონცეფციების კვლევას, ეძებს იმ ელემენტებს, რომლებიც შეადგენენ ცნებას „შინ“ და ამოიცნობიან, როგორც „შინ“ ყველა კულტურასა და ისტორიაში.

ვაზისუბნის ხედი, 2001 წლის მაისი

73 წლის იურის შუადღეზე სძინავს საკუთარ ბინაში

71 წლის ნანული სასტუმრო ოთახში. „1986 წელს მთელი ჩვენი ფული ამ ბინის ავეჯის შეძენაზე დავხარჯეთ. 1986 წლის შემდეგ ფული აღარაფერზე დაგვიხარჯავს. ახლა უკვე მოხუცი ვარ. საბჭოთა კავშირში ისეთი კარგი ცხოვრება გვქონდა, ხელფასები გვქონდა. ინჟინერ-ქიმიკოსად ვმუშაობდი თბილისის საფეიქრო კომბინატში, დიდუბეში; ქსოვილებს და ტყავს ვღებავდით, ჩემი მეუღლეც ინჟინერი იყო. ახლა კი სულ იმაზე ვფიქრობ, ეს რატომ დამემართა, ახლა ღარიბები ვართ,“ ამბობს ნანული.

წყარო: საქართველოს მწერალთა სახლი

ფოტო

წიგნი 'კორპუსი 18'
წიგნი 'კორპუსი 18'
უტა ბაიერი (გერმანელი ფოტოდოკუმენტალისტი)
უტა ბაიერი (გერმანელი ფოტოდოკუმენტალისტი)