კულტურა › გამოფენა | თბილისი

ფრანგი ხელოვანის ნიკოლა შნაიდერის გამოფენა 'Deep river'

ნიკოლა შნაიდერის გამოფენა 'Deep river'
ნიკოლა შნაიდერის გამოფენა 'Deep river'

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში ფრანგი ხელოვანის ნიკოლა შნაიდერის პერსონალურ გამოფენა სახელწოდებით 'Deep River' გაიმართება.

ნიკოლა შნაიდერი სტრასბურგში და მარსელში მოღვაწეობს. 2007 წლიდან რენის ხელოვნების უმაღლესი სასწავლებლის გამოფენებისა და პროფესიული დახელოვნების კურსის ხელმძღვანელია. 1992 წლიდან  კი ცნობილი მხატვრის ჟან-მარკ ბუსტამანტეს ასისტენტი გახლავთ. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ხელოვანმა ნამუშევრების შექმნა წყლის თემაზე, რომელიც მისი შემოქმედების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა.  ნიკოლა შნაიდერი ქმნის იკონოგრაფიას, მისი ნამუშევრები ფიგურატიულსა და აბსტრაქტულს შორის მერყეობს და დროთა განმავლობაში ფორმასა და მასშტაბებს იცვლის.

გამოფენაზე „Deep River"  დამთვალიერებელს საშუალება ექნება ეზიაროს ნიკოლა შნაიდერის მრავალფეროვან სამყაროს და იხილოს აკვარელში შესრულებული 50-ამდე ტილო. ნამუშევართა უმრავლესობა სპეციალურად თბილისის ექსპოზიციისთვის არის შექმნილი.

გამოფენის ორგანიზატორები არიან  საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი,  გალერეა «რიფ არტ პროჯექტი».

გამოფენის მხარდამჭერია ევროპული ცენტრი CEAAC (Centre Européen d'Action Artistique), ალზასის რეგიონი და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი,  სიონის ქუჩა 8.

წყარო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი