კულტურა › გამოფენა | თბილისი

ევრომაიდანი: ნამდვილი ამბავი, 'ქოლგა თბილისი ფოტოს' გამოფენა

ევრომაიდანი: ნამდვილი ამბავი, 'ქოლგა თბილისი ფოტოს' გამოფენა
ევრომაიდანი: ნამდვილი ამბავი, 'ქოლგა თბილისი ფოტოს' გამოფენა

პროექტის კურატორი: კრისტინა შესტაკი

შესვლა: უფასოა

მისამართი: მარჯანიშვილის 7 "თიბისი გალერეა"

საერთაშორისო ფოტოპროექტი “ევრომაიდანი: ნამდვილი ამბავი” უკრაინასა და მთელს მსოფლიოში მოღვაწე საუკეთესო ფოტოჟურნალისტებისადა ფოტოდოკუმენტალისტების ნამუშევრების ნაკრებს წარმოადგენს. გამოფენის მონაწილეთა ფოტოებზე ასახულია მოვლენები ევრომაიდნის, როგორც ასეთის, გაჩენის პირველი დღეებიდვე. დემონსტრანტებისა თუ საპროტესტო მოძრაობის მონაწილეთა ყველა ემოცია, პოლიციასთან შეტაკება, დამოუკიდებლობის მოედანზე (მაიდან ნეზალეჟნოსტი) “კარვების ქალაქის” სულისკვეთება და, რაც მთავარია, ადამიანთა მზაობა საერთო მიზნის მისაღწევად ძალისხმევის გასაერთიანებლად - ამ ყველაფრის გადმოცემის ამოცანას ავტორებმა თავიანთ ნამუშევრებში წარმატებით გაართვეს თავი. 2013 წელი უკრაინის სახელმწიფოებრიობის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო.სახელმწიფოს მხრიდან ევროკავშირის ასოცირებული წევრობის შეთანხმების შეჩერებამ აღაშფოთა მილიონობით უკრაინელი, რომლებიც უფრო მჭიდრო ევროპული ინტეგრაციისკენ მიისწრაფოდნენ. ათობით და ასობით ათასი ადამიანი თავიანთი ქალაქების ქუჩებში გამოვიდა იმისთვის, რომ მშვიდობიანად ებრძოლათ ევროპულ თანამეგობრობაში გაერთიანების შესაძლებლობის დასაცავად. მასმედიამ მიტინგების ტალღას “ევრომაიდანი” უწოდა; იქედან გამომდინარე, რომ საპროტესტო მოძრაობა დედაქალაქის მთავარ მოედანზე - მაიდან ნეზალეჟნოსტიზე - დაიწყო. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური მოვლენის მიმოხილვას არამხოლოდ საუკეთესო უკრაინელი ფოტოგრაფები, ოპერატორები თუ ჟურნალისტები ეწეოდნენ, არამედ ათობით მათი კოლეგაც მთელი მსოფლიოდან. მათი თვალით დანახულის წყალობით, საერთაშორისო საზოგადოებას შეეძლო თავად მიედევნებინა თვალყური 30 ნოემბრის ღამეს მშვიდობიანი დემონსტრანტების სისხლიანი დარბევისთვის, პროტესტების რადიკალიზაციისთვის, ტრაგიკული მოვლენებისთვის და ასობით ათასი ადამიანის საპროტესტო მსვლელობებისთვის, რომლებიც ქუჩებში საკუთარი ისტორიის უფლების დასაცავად გამოვიდნენ.

წყარო: ფოტოფესტივალი „ქოლგა თბილისი ფოტო“

ფოტო

ვლად სოდელი (უკრაინა, ჟურნალი “კომერსანტი”)
ვლად სოდელი (უკრაინა, ჟურნალი “კომერსანტი”)
ევრომაიდანი
ევრომაიდანი
ვლად სოდელი (უკრაინა, ჟურნალი “კომერსანტი”)
ვლად სოდელი (უკრაინა, ჟურნალი “კომერსანტი”)