კულტურა › გამოფენა | თბილისი

ფოტო-გამოფენა - 'შშმ პირთა პორტრეტები'

ფოტო-გამოფენა - 'შშმ პირთა პორტრეტები'
ფოტო-გამოფენა - 'შშმ პირთა პორტრეტები'

„ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში“, სიქა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია ”განათლება ყველასათვის - საქართველო” , ასოციაცია „ანიკასთან“ პარტნიორობით, გამართავს ფოტო-გამოფენას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ასოციაცია „ანიკას“ ბენეფიციარების, 40-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პორტრეტები. „ანიკას“ ორგანიზებით მოეწყო საქველმოქმედო ფოტოსესია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 15–მა ქართველმა პროფესიონალმა და მოყვარულმა ფოტოგრაფმა.

წყარო: სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია