კულტურა › გამოფენა | თბილისი

'წერილები', 'ქოლგა თბილისი ფოტოს' გამოფენა

'წერილები', 'ქოლგა თბილისი ფოტოს' გამოფენა
'წერილები', 'ქოლგა თბილისი ფოტოს' გამოფენა

ირმა შარიქაძე

შესვლა: უფასოა

მისამართი: B&W გალერეა, გოგებაშვილის 46 ბ

ქართველი ხელოვანის პროექტი “წერილები” ჩვენს საერთო კულტურულ სისხლის მიმოქცევას გვახსენებს – ხელოვნების შესაძლებლობას, გადაკვეთოს საზღვრები და მოიცვას არა მხოლოდ ადამიანები, არამედ საკუთარი თავიც. ფრიდამ საკუთარი ტყუპი და გამოიგონა, რომელიც ახლა ფრიდას იგონებს და რომელიც ირმა შარიქაძის პერსონაჟია. პროექტში “წერილები” ორივე მათგანს ვხედავთ – ფრიდას და მარიცას – ქართველი ხელოვანის ალტერ ეგოს, მის თამაშს საკუთარ პერსონაჟთან, ხასიათის სტრატეგიებთან, ისტორიისა და ხელოვნების ენებთან. ფრიდამ დაბადა მარიცა, ფრიდა ჩნდება მარიცასადმი წერილებში – დები ერთმანეთის სიმბოლური დედები ხდებიან (“სჯობს ასე გავაკეთოთ: იყავი ჩემი დედა და მე ვიქნები შენი, თუ წინააღმდეგი არ ხარ, რა თქმა უნდა”). ეს ნაზი მეტაფორა გამოსახულებისა და რეფერენტის, ხელოვანისა და პერსონაჟის რთული დიალექტიკითაა განმსჭვალული. ეს დაღვინების დიალექტიკაა, რომელიც ფრიდა კალოსკენ იყო მიმართული და, სავარაუდოდ, მისი შემოქმედების არსი განსაზღვრა. ირმა შარიქაძე საკუთარ შემოქმედებით სიმწიფეს დების ამ გამოგონილ ბიოგრაფიას უკავშირებს. გარდა ამისა, ტყუპი დები სილამაზეს აორმაგებენ...მაყურებლის ყურადღება უმწიკვლო გამოსახულებისკენაა მიმართული და სურათის ქვეშ, ხელნაწერ ტექსტს აწყდება. შესაბამისად, მაყურებლის მიერ პროექტის აღქმა ეფუძნება არა პრიალა ჟურნალების კლიშეებს, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ეფექტურ ფოტოგრაფიას, არამედ კონცეპტუალურ კოდებს... თუკი ერთსა და იმავე დროს დაც ხარ და დედაც, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი მამა არსებობს, რომელიც ქმარი ხდება. სიზმარში ფრიდა ბატისტის კაბაში გამოწყობილ დედას ხედავს, თუმცა მოულოდნელად, შუქმგრძნობიარე ქსოვილის ქვეშ, მამაკაცის ბანჯგვლიან მკერდს აღმოაჩენს. ეს საზარელი სიზმარი შემოქმედებით ძალისხმევაზე მეტყველებს. ამ დროს, ინდივიდუალურობა შთამომავლობით მიღებული ტაბუსგან თავისუფლდება. ირმა შარიქაძის შეზღუდვებისგან გათავისუფლებული ძალისხმევა ცხოვრებისეული გარემოებების წინააღმდეგ ამბოხში, მამაკაცურობისკენ მისწრაფებაში ვლინდება. პროექტი ანარეკლებითაა დამუხტული...

წყარო: ფოტოფესტივალი „ქოლგა თბილისი ფოტო“

ფოტო

დედის მონატრება
დედის მონატრება
ფოთლებში ჩაძირული
ფოთლებში ჩაძირული
საფლავის შესაძლებლობა
საფლავის შესაძლებლობა