კულტურა › გამოფენა | თბილისი

'ძველი და ახალი აჭარა' - გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშთა ექსპოზიცია

'ძველი და ახალი აჭარა' - გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშთა ექსპოზიცია
'ძველი და ახალი აჭარა' - გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშთა ექსპოზიცია

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა - „ძველი და ახალი აჭარა“ - გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშთა ექსპოზიცია.

გამოიფინება აჭარის ქალაქებში, რაიონებსა და სოფლებში მოძიებული (ბათუმი, ქობულეთი, ქედა, შუახევი, ხელვაჩაური; სოფლები - დაგვი, ქაქუთი ლაფერი, ნამონასტრევი, მერისი) ძველი და ახალი ნიმუშები.

გამოფენას დაამშვენებს ხის მხატვრული დამუშავების ცნობილი ოსტატის, ფოლკლორის ეროვნული პრემიის ლაურეატის, ქემალ თურმანიძის 150-მდე ექსპონატი. ქემალ თურმანიძე ამ დარგით ბავშვობიდანვე დაინტერესდა, ეძიებდა და აგროვებდა ხითხუროობის ნიმუშებს, აღადგენდა და საკუთარი ხელწერაც შეჰქონდა მათში. მის შემოქმედებაში თანდათან ჩამოყალიბდა ხალხური ხუროთმოძღვრების საკუთარი სტილი და ხეზე კვეთის თურმანიძისეული მანერა.

საქართველოს თითოეულმა კუთხემ ისტორიულად თავისი წვლილი შეიტანა და განუმეორებელი ხელწერა შექმნა ხელოსნობის სხვადასხვა დარგის წარმოშობა-განვითარებაში. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს, კერძოდ, აჭარას. აჭარამ დღემდე მოიტანა ხალხური რეწვის , - ქვითხუროობის, ხითხუროობის, ხალხური მეტალურგიის, მჭედლობის, მეთუნეობის, ფეიქრობის და სხვ. ,- გასაოცარი ხელოვნება. გამორჩეულად ეს ითქმის ხის მხატვრულ დამუშავებაზე.

წყარო: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი

ფოტო

'ძველი და ახალი აჭარა' - გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშთა ექსპოზიცია
'ძველი და ახალი აჭარა' - გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშთა ექსპოზიცია