კულტურა › გამოფენა | თბილისი

ღამე გალერეაში - მუზეუმების საერთაშორისო დღე

ღამე გალერეაში - მუზეუმების საერთაშორისო დღე
ღამე გალერეაში - მუზეუმების საერთაშორისო დღე

ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა შუაღამემდე უმასპინძლებს თავის სტუმრებს. ამ ფორმით, ეროვნული მუზეუმი თავის დამთვალიერებლებს აძლევს განსაკუთრებულ შესაძლებლობას გაეცნონ გალერეაში გამოფენილ ქართული და დასავლური ფერწერის შედევრებს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი უკვე მე-6 წელია მუზეუმების საერთაშორისო დღის საპატიო მასპინძელია საქართველოში და ტრადიციულად, აღნიშნულ დღეს ღონისძიებებით დატვირთულ კვირეულს მიუძღვნის. მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ჩვენს დამთვალიერებლებს არაერთ საინტერესო გამოფენას, საგანმანათლებლო პროგრამას და პრეზენტაციას ვთავაზობთ.

მუზეუმების საერთაშორისო დღეს ჩვენს საგამოფენო სივრცეებში წარმოდგენილ იქნება ნიკო ფიროსმანის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის ცნობილი ტილოები, ხოლო დროებით საექსპოზიციო სივრცეში ექსპონირებული იქნება გამოფენა ,,თანამედროვე ხელოვნება და მუზეუმი”.

შესვლა უფასოა!

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11 (შესასვლელი ალექსანდრეს ბაღიდან)

წყარო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ფოტო

ღამე გალერეაში - მუზეუმების საერთაშორისო დღე
ღამე გალერეაში - მუზეუმების საერთაშორისო დღე