კულტურა › გამოფენა | თბილისი

დეკანოზ - მერაბ დეკანოიძისა და მაია ჯანვერდაშვილის ნახატების გამოფენა - გაყიდვა

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, გაიმართება დიდი დიღმის, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ - მერაბ დეკანოიძისა და მისი მეუღლის, მაია ჯანვერდაშვილის ნახატების გამოფენა - გაყიდვა.

დიდი დიღმის, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში იწყება სარეაბილიტაციო და შიდა - მოსაპირკეთებელი სამუშაოები. გაყიდული ნახატებიდან შემოსული თანხა მოხმარდება ხსენებული ტაძრის დასრულებას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 50 ფერწერული ნამუშევარი.

ორგანიზატორი: პოეტი - გიორგი ბუნდოვანი.

მისამართი: ელია მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული.

დასწრება თავისუფალია.

წყარო: საპატრიარქოს ახალგზრდული ცენტრი