კულტურა › გამოფენა | თბილისი

თოჯინების საერთაშორისო გამოფენა

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ხელნაკეთი თოჯინების საერთაშორისო გამოფენა (საქართველო, უკრაინა, რუსეთი). 6 ივნისიდან გამოფენას შეემატება უკრაინელ და რუს მეთოჯინეთა ნამუშევრები - სულ 150 - მდე ექსპონატი : ცვილი, ფაიფური, თიხა, რბილი, ეთნოგრაფიული, გონჯა, მარიონეტები და ორიგინალური ჟანრი.

საქართველოში უძველესი დროიდან სხვადასხვა სახის თოჯინა ამა თუ იმ წეს - ჩვეულებებისა და რიტუალის შესრულებისას გამოიყენებოდა.

ქართველი ბავშვის საყვარელ თოჯინას „დედოფალა“ ეწოდებოდა.

31 მაისს ქართველი მეთოჯინეები ჩაატარებენ მასტერკლასს.

მისამართი: დავით აღმაშენებლის #68.

წყარო: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი