კულტურა › გამოფენა | საზღვარგარეთ

დავით კაკაბაძის რეტროსპექტივა პარიზში

დავით კაკაბაძის რეტროსპექტივა პარიზში
დავით კაკაბაძის რეტროსპექტივა პარიზში

6 ივნისს, კულტურის სამინისტროში, გაიმართა პრესკონფერენცია დავით კაკაბაძის გამოფენასთან დაკავშირებით, რომელიც 2014 წლის 17 სექტემბერს პარიზში, მაიოლის მუზეუმში (Musée Maillol) გაიხსნება. პრესკონფერენციას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, კომპანია „სილქნეტის“ კომერციული დირექტორი ბაჩო ჩინჩალაძე და დავით კაკაბაძის ფონდის დამფუძნებელი მარიამ კაკაბაძე. მაიოლის მუზეუმი 5 თვის განმავლობაში უმასპინძლებს ექსპოზიციას, სადაც დავით კაკაბაძის 40 ნამუშევარი იქნება გამოფენილი, მათ შორის კონსტრუქციულ-დეკორატიული კოლაჟები და სხვადასხვა პერიოდის გრაფიკა, ზეთის და აკვარელის ნამუშევრები. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები კაკაბაძეების ოჯახის კერძო კოლექციიდან.

მაიოლის მუზეუმის მუდმივი ექსპოზიცია წარმოადგენს ფრანგი მოქანდაკის და მხატვრის არისტიდ მაიოლის ნამუშევრებს. მუზეუმი ასევე ცნობილია დროებითი გამოფენების განსაკუთრებით მაღალი ხარისხით.

დავით კაკაბაძე - (20 აგვისტო, 1889 – 10 მაისი, 1952) ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, ხელოვნების თეორეტიკოსი და გამომგონებელი, იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ქართული ხელოვნება გლობალურ მოდერნისტულ მოძრაობას დაუახლოვა.

პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კომპანია სილქნეტი.

წყარო: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

ფოტო

დავით კაკაბაძის რეტროსპექტივა პარიზში
დავით კაკაბაძის რეტროსპექტივა პარიზში
დავით კაკაბაძის რეტროსპექტივა პარიზში
დავით კაკაბაძის რეტროსპექტივა პარიზში
დავით კაკაბაძის რეტროსპექტივა პარიზში
დავით კაკაბაძის რეტროსპექტივა პარიზში

ვიდეო