განათლება › გამოცდები | საქართველო

საგამოცდო ბარათების დარიგება 18 ივნისიდან დაიწყება

საგამოცდო ბარათების დარიგება 18 ივნისიდან დაიწყება
საგამოცდო ბარათების დარიგება 18 ივნისიდან დაიწყება

იწყება საგამოცდო ბარათების დარიგება, მთელი საქართველოს მასშტაბით.

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები საგამოცდო ბარათებს საკუთარ სკოლებში მიიღებენ.

სკოლადამთავრებულები, ისევე როგორც მაგისტრანტობის კანდიდატები, რეგისტრაციისას მითითებულ ადგილებზე.

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების მონაწილეები ბარათის აღებას საგანმანათლებლო რესურსცენტრებში შეძლებენ, სტუდენტები - თავიანთ უმაღლეს სასწავლებლებში.

აპლიკანტებს, რომლებსაც დაავიწყდათ რეგისტრაციის დროს საგამოცდო ადგილის მითითება, საშუალება ექნებათ ბარათი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აიღონ.

საგანმანათლებლო რესურსცენტრების მისამართები იხილეთ აქ.

წყარო: ერთიანი ეროვნული გამოცდები