განათლება › გამოცდები | თბილისი

ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივნისიდან

ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივნისიდან
ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივნისიდან

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა 24 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

რაც შეეხება ერთიანი ეროვნული გამოცდებს, რეგისტრაცია 36 500 აბიტურიენტს აქვს გავლილი და ის 26 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტებს სიახლეებს სთავაზობს:

2014 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ არჩევით საგნად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაც ჩააბარონ. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ საგანის სწავლება I-IX კლასის ჩათვლით სავალდებულოა, დამამთავრებელ კლასებში კი არჩევით საგნად ისწავლება.

უცხოური ენის გამოცდას დაემატება მოსმენის ნაწილი. გამოცდაზე დაახლოებით 10 წუთი იქნება გამოყოფილი იმისთვის, რომ აბიტურიენტმა მოისმინოს უცხოური ენის ტექსტს და მის საფუძველზე გააკეთოს 8 დავალებიანი სავარჯიშო. შესაბამისად, ტესტის ამ ნაწილის მაქსიმალური შეფასება იქნება 8 ქულა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზღვრის გადალახვის ახალი მიდგომის პროექტის შემუშავდა:

პროექტის მიხედვით იმ აბიტურიენტთა გამოვლენა, რომელთაც ზღვარი გადალახეს, სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გაიგივების შემდეგ მოხდება. ამ ცვლილების შედეგად ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომლებმაც შედარებით რთული ვარიანტი წერეს, ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ ზღვართან მიახლოვებული ქულა მიიღეს.

ცვლილების გატარება შესაძლებელი გახდება, თუ ტესტში, რომელიც მხოლოდ არჩევით პასუხებიანი დავალებებისაგან შედგება (მაგ: ზოგადი უნარები), მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ისე განისაზღვრება, რომ სწორი პასუხების შემთხვევითი გამოცნობის ალბათობა მინიმუმამდე დავა.

პროექტის მიხედვით ცვლილების განხორციელება შესაძლებელი გახდება ზოგად უნარებში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის მხოლოდ 3 ქულით გაზრდის შემთხვევაშიც. ნაცვლად 21 ქულისა, ზოგადი უნარების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 24 იქნება.

სიახლე ეხება იმ თანხას, რომელიც სახელმწიფო გრანტისთვის არის გამოყოფილი (9 მილიონზე მეტი). 50% , ანუ ნახევარი მოხმარდება ბლოკს მათემატიკა/საბუნებისმეტყველო საგნები, მეორე ნახევარი - ჰუმანიტარულს ბლოკს.

წყარო: გამოცდების ეროვნული ცენტრი, გურია News