განათლება | თბილისი

სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამები ევროპაში

სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამები ევროპაში
სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამები ევროპაში

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის მეშვეობით ხორციელდება ანაზღაურებადი სტაჟირება მსოფლიოს 28 ქვეყანაში.

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ელსა) თბილისი იწყებს STEP (STEP – Students Trainee Exchange Programme, სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამები) პროგრამით შემოთავაზებული სტაჟირებების შესახებ პრეზენტაციებს!

პრეზენტაციის ფარგლებში თქვენ მიიღებთ ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას ამჯერად აქტიური 79 სტაჟირების თაობაზე, შეიტყობთ პროგრამის სხვა მნიშვნელოვან დეტალებს და მიიღებთ პასუხებს აღნიშნულ სტაჟირებასთანდაკავშირებულ თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

პრეზენტაციების ჩატარების განრიგი–

1. სოხუმის უნივერსიტეტი - 28 აპრილი, 16:00 სთ

2.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-29 აპრილი 14:00 სთ, აუდიტორია N 135 (მცირე საკონფერენციო)

3. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 30 აპრილი, 14:00 სთ , აუდიტორია N 001.

4. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი - 1-ლი მაისი, 16:00 სთ, აუდიტორია N 26.

პრეზენტაციები იგეგმება ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში,კავკასიის უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტში. აღნიშნულ უნივერსიტეტებში პრეზენტაციის ჩატარების თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

პრეზენტაციის დღეს, ასევე შეგიძლიათ წარადგინოთ ელსაში გაწევრიანებისთვის აუცილებელი დოკუმენტები - .

· შევსებული გასაწევრიანებელი ბლანკი;

· შევსებული კითხვარი;

· სტუდენტის ცნობა ან უმაღლესი იურიდიული განათლების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

· სამოტივაციო წერილი (რომელიც უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს: ა) რატომ გსურთ ასოციაციაშიგაწევრიანება? ბ) თქვენი აზრით რას მოგცემთ წევრობა? გ) რა სარგებელი შეგიძლიათ მისცეთ თქვენი წევრობითასოციაციას?)

· რეზიუმე (CV);

· პირადობის მოწმობის ასლი

·1 ფოტოსურათი (3x4 ან ბიომეტრიული), როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული ფორმით.

გამოიყენეთ და გახდით ასოციაციის აქტიური წევრები!

სააპლიკაციო ფორმა და კითხვარი შეგიძლიათ ჩამოტვირთოს ელსას ოფიციალური გვერდიდან( http://elsa.ge/wevroba.php )

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: (+995 595) 039 239

ნინო კიკნაველიძე– სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამების სფეროში ელსა თბილისის აპარატის უფროსი

წყარო: ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ELSA)

ფოტო

სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამები ევროპაში
სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამები ევროპაში