განათლება | საზღვარგარეთ

პროექტი 'გაეროს მოდელირება ავსტრიაში, ვენა'

რა არის გეროს მოდელირების პროექტი?

გაეროს მოდელირების პროგრამა იმ ახალგაზრდებისთვის არის შექმნილი, ვისაც სურს გაეცნოს გაეროს მუშაობის პრინციპებს და აქტიურად ჩაერთოს სიმულაციის პროექტებში. მთელი მსოფლიოს ახალგაზრდობა აქტიურად არის ჩართული გაეროს მოდელირების საერთაშორისო პროექტებში, რაც მათ საშუალებას აძლევს:

  • გაიუმჯობესონ მოლაპარაკებისა და საჯაროდ გამოსვლების უნარები
  • გაიღრმავონ ლიდერული თვისებები
  • ახლოს გაიცნონ გაეროს მუშაობის პრინციპები
  • მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება
  • გაიცნონ და დაუახლოვდნენ თანატოლებს მთელი მსოფლიოდან

რატომ ვენაში?

ვენა ცნობილია უამრავი საერთაშორისო შეხვედრებით და კონფერენციებით. 1979 წლიდან ვენა მიჩნეულია, როგორც ერთ - ერთი „გაეროს დედაქალაქი“. 4 000 ზე მეტი ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩართულია ისეთ პროექტებში, როგორებიცაა: IAEA, UNIDO და UNODC. ვენაში არის ასევე OSCE სათაო ოფისი.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს, ვისაც სურს დიპლომატიური ურთიერთობების სწავლა/გაღმავება, ლიდერული თვისებების შეძენა, სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან ურთიერთობა და საერთაშორისო პროექტებში აქტიურად ჩართვა.

ასაკი: 16 - 25 წლამდე.

  • პროექტში მონაწილეობის თანხა შეადგენს 717 ევროს
  • გადასახადი მოიცავს:
  • ავიაბილეთი (თბილისი-ვენა, ვენა-თბილისი)
  • სასტუმროს ხარჯები; დილის კვება
  • ვიზის მოსაკრებელი
  • დაზღვევა
  • რეგისტრაციის და სხვა საორგანიზაციო ხარჯები
  • ექსკურსიები ვენაში

პროგრამაში მონაწილეობის მისარებად გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1TEKQoNBCBzZ14vj8xJITvEwSDFxqj6Jq1Fm0WXwjaWE/viewform?c=0&w=1

რეგისტრაციის ბოლო ვადა - 20 ივნისი პროგრამის ხანგრძლივობა: 1 კვირა, 7 დღე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ქ.თბილისი, გ.ტაბიძის ქ. 3/5, VI სადარბაზო, III სართული.

ტელ.: (32) 2 93 38 81; 599 56 03 48.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: https://www.facebook.com/Democracyy

წყარო: Youth for Democracy