განათლება | თბილისი

პროექტი 'სპიკერი' ორატორული ნიჭის მქონე სკოლის მოსწავლეებისათვის

პროექტი 'სპიკერი' ორატორული ნიჭის მქონე სკოლის მოსწავლეებისათვის
პროექტი 'სპიკერი' ორატორული ნიჭის მქონე სკოლის მოსწავლეებისათვის

"სპიკერი" თავისუფალი დებატების ლიგის უნიკალური პროექტია, რომლის მიზანია მოზარდებში საჯარო გამოსვლის ხელოვნების პოპულარიზაცია, ორატორული ნიჭის მქონე სკოლის მოსწავლეების მიერ აქტუალურ საკითხებზე მსჯელობის წახალისება.

"სპიკერში" მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს, რომლებიც ჯერ არ გამხდარან 19 წლის.

"სპიკერი" გაგრძელდება 2 დღის განმავლობაში.

მონაწილეებმა წინასწარ უნდა მოამზადონ 3 წუთიანი გამოსვლა მათთვის სასურველ თემაზე. ისინი ამ გამოსვლით წარსდგებიან პიველ ტურში, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.

მეორე ტური ჩატარდება "თავისუფალ უნივერსიტეტში" სადაც პირველი ტურიდან შერჩეულ მონაწილეებს მიეცემათ ერთი საათი დრო 5 წუთიანი გამოსვლის მოსამზადებლად, რომლის თემასაც ამავე დღეს შეიტყობენ. მანამდე კი მონაწილეები დაესწრებიან ლექციას ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, რაც მათ საშუალებას მისცემს უკეთესად წარსდგნენ ჟიურის წევრების წინაშე.

მონაწილეებს შეაფასებს 5 წევრისგან დაკომპლექტებული კომპეტენტური ჟიური.

  • ჟიურის წევრები იქნებიან ყველასთვის ცნობილი წარმატებული პიროვნებები, რომელთა ვინაობას მოგვიანებით შეიტყობთ.

მონაწილეები შეირჩევიან აპლიკაციებისა და გასაუბრების შეჯამებით.

  • გამოსვლები ჩაიწერება და განთავსდება ინტერნეტ სივრცეში

ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო TOP SPEAKER - ები მიიღებენ პროექტის სპონსორების მიერ სპეციალურად დაწესებულ პრიზებს, ასევე თითოეული მათგანის სკოლა მიიღებს სამადლობელ სიგელს.

"სპიკერში" მონაწილეობის საფასური შეადგენს 15 ლარს.

დაინტერესებული მოსწავლეები დარეგისტრირდით

რეგისტრაციის ბოლო დღეა 29 ივნისი.

წყარო: თავისუფალი დებატების ლიგა