განათლება | თბილისი

ბანკირთა მომზადების საზაფხულო პროგრამა, სტაჟირებით

"საბანკო სწავლების ცენტრი" აცხადებს ბანკირთა მომზადების საზაფხულო პროგრამას, სტაჟირებით.

2014 წლის საზაფხულო სასერთიფიკატო პროგრამა - წარმატებული კარიერისა და დასაქმების ხელშესაწყობად.

ბანკირთა მომზადების საზაფხულო 6 კვირიანი პროგრამა თეორიული და პრაქტიკული სწავლების სინთეზია, და შემოთავაზებულია იმ ძირითადი მოდულების სახით, რასაც საკრედიტო ინსტიტუტებში კადრების შერჩევისას პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს, სავალდებულოა ბანკებში მუშაობის დასაწყებად და შემდგომში სწრაფი ადაპტაციისა და კარიერული წინსვლისათვის.

განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როდესაც თანამშრომელთა ნაწილი გადის შვებულებაში, ბანკებში მიმდინარეობს ახალი ვაკანსიების გამოცხადება პრაქტიკულად ყველა პოზიციაზე მოლარე ოპერატორებიდან საკრედიტო ოფიცრების ჩათვლით და ახალი თანამშრომლების ყველაზე დიდი აყვანებიც ამ პერიოდში ხდება.

პროგრამის უნიკალურობა:

პროგრამის მიმზიდველობას მისი თემატური მრავალფეროვნება და ყოველდღიური სწავლების ფორმა განაპირობებს, რაც თეორიული და პრაქტიკული მოდულების სწავლებისას იძლევა სინერგისტულ ეფექტს, სწავლების ინტენსიური ფორმა საშუალებას მოგცემთ შეამციროთ სწავლების დრო და ამავდროულად შეეჩვევიოთ საბანკო დაწესებულებებში მუშაობის სავალდებულო ყოველდღიურ რუტინულ პირობებს.

პროგრამა ინტენსიური (კვირაში 5 დღე) სწავლებით 6 კვირის განმავლობაში მიმდინარეობს (საბანკო საქმის ინტენსიური სწავლების კურსი - 3 კვირა + პროფესიული სტაჟირება - 3 კვირა). ტრენინგის აღნიშნული საშუალებას მოგცემთ სწავლების ინტენსივობის გაზრდით შეამციროთ დრო (განსხვავებით კვირაში 3 დღიანი სწავლებისაგან, რომელიც მარტო თეორიული ნაწილის სწავლების დროს ზრდის 6 -7 კვირამდე).

გამომდინარე იქიდან, რომ ანალოგიური პროგრამა გასულ წელსაც დიდი წარმატებით მიმდინარეობდა, მზარდი ინტერესის გამო, წელსაც იგივე პრინციპით და გაძლიერებული სწავლების თემატიკით არის შემოთავაზებული. პროგრამა გასული წლისაგან განსხვავებით, სალარო და საოპერაციო მენეჯმენტის გაძლიერებული სწავლებით მიმდინარეობს, საბანკო საქმის ინტენსიური სწავლების კურსი, საზაფხულო პროგრამის თეორიული ნაწილი მოიცავს საბანკო საქმის საფუძვლების სწავლებას ყველა ძირითადი მიმართულების მიხედვით:

  • საბანკო საქმის სპეციფიკის სწავლებას - საბანკო საქმის ისტორია, საბანკო და საკრედიტო დაწესებულებების ლიცენზირებისა და რეგულირების მოთხოვნები, ეკონომიკის ზოგადი საფუძვლები, ფინანსური ანგარიშგება, აქტიური და პასიური ოპერაციები
  • სალარო მენეჯმენტის საფუძვლების შესწავლა, რაც ითვალისწინებს - სალაროს კვანძის მოწყობას; ანგარიშზე ნაღდი ფულის შეტანის, ანგარიშიდან ნაღდი ფულის გატანის, სწრაფი ფულადი გზავნილების, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის, აგრეთვე ფულის ნაკადების მოძრაობის, ანგარიშების მართვის, სასესხებო პორთფელთან და საოპერაციო ხარჯებთან დაკავშირებული ფულადი ოპერაციების წარმოებას
  • ფულის დამცავი ნიშნების სწავლება, ეროვნული და უცხოური ვალუტების (ლარი, აშშ დოლარი, ევრო) მიხედვით, ყალბი ფულის პრევენცია, ფულის ვარგისიანობის შემოწმება ბანკნოტების ნომინალების მიხედვით, ინკასაცია.
  • საოპერაციო მენეჯმენტის სწავლება, რაც საშუალებას მოგცემთ შეისწავლოთ ბანკებში: უნაღდო ანგარიშსწორების ფორმები; საბანკო ანგარიშების სახეები და მათი გახსნის პირობები; ანგარიშზე ჩარიცხული და ანგარიშიდან ჩამოწერილი თანხების გატარებები; კომუნალური და სხვა გადარიცხვები, აგრეთვე კლიენტებთან სწორი საკომუნიკაციო პოლიტიკის წარმართვა
  • საკრედიტო მენეჯმენტის პრინციპების შესწავლა - სამომხმარებლო, იპოთეკური და ბიზნეს სესხების არსი და მახასიათებლები" კრედიტის გაცემის კრიტერიუმები და პროცედურები, სესხის ადმინისტრირება, სესხებზე პროცენტის დარიცხვის პრინციპები. დაკრედიტების ეტაპები, საკრედიტო რეიტინგების სისტემები, სესხების მონიტორინგი, პრობლემური სესხების რესტრუქტურიზაცია
  • საბანკო მარკეტინგის და გაყიდვების სტრატეგიების სწავლება - პროდუქტიული სტრატეგია; ფასწარმოქმნის სტრატეგია; საბანკო პროდუქტების შექმნა, პოზიციონირება, გავრცელების სტრატეგია და მომხმარებლის სტიმულირების სტრატეგია.

2. პროფესიული სტაჟირების პროგრამა - "ჩვენ ბანკში ვმუშაობთ":

საზაფხულო პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს, რომელიც უფასოა მსმენელები გაივლიან საქართველოს ბანკების ასოციაციაში, რომელიც არის მთავარი საბანკო გაერთიანება, რომლის წევრია საქართველოში მოქმედი ყველა 21 კომერციული ბანკი და მიკრო საფინანსო ორგანიზაცია კრედო.

პროფესიული სტაჟირების ეს მეთოდი სპეციალურად შემუშავდა ბანკებში დასაქმების მსურველთათვის საქართველოს ბანკების ასოციაციის მხარდაჭერით, ბანკებში დასაქმების მსურველთა არჩევანის გაზრდისა და საბანკო დაწესებულებებისათვის კვალიფიციური კადრების მიწოდების მიზნით და სამართლიანად ითვლება ყველაზე წარმატებულ საბანკო სწავლების მეთოდად, პროგრამის დაწყებიდან ერთი წლის მანძილზე 187 ჩვენი მსმენელი დღეს საბანკო დაწესებულებებში და სხვა საკრედიტო ინსტიტუტებშია დასაქმებული.

პროფესიული სტაჟირების აღნიშნული ფორმა, რომელიც სერთიფიცირებულ ხასიათს ატარებს, თავისი ფორმატით გაცილებით ეფექტურია ბანკში სტაჟირებისაგან, რადგან საბანკო ოპერაციების პრაქტიკული სწავლებით მიმდინარეობს, მაშინ როდესაც სტაჟირების პრაქტიკა ბანკებში შეზღუდულ ხასიათს ატარებს და საოპერაციო ნაწილის ზოგად გაცნობას მოიცავს (ორკვირიანი სტაჟირების პრატიკა ძირითადად "პრივატ ბანკშია" დანერგილი). გარდა ამისა, ბანკების დიდი ნაწილი არა სტაჟირებას, არამედ ღია ვაკანსიების პრინციპს ანიჭებს უპირატესობას, რადგან სტაჟირების თემატიკა კონკრეტული ბანკის სპეციფიკიდან გამომდინარეობს და შესაბამისად, განსხვავდება რა სხვა ბანკების მიერ კადრების შერჩევის კრიტერიუმებთან, ნაკლებ პრიორიტეტულია დასაქმების თვალსაზრისით.

პროგრამის პრაქტიკული ნაწილი მიმდინარეობს პრინციპით - ჩვენ ბანკში ვმუშაობთ! რაც ითვალისწინებს დღეს მოქმედ კომერციულ ბანკებში მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების სწავლებას, საბანკო ოპერაციების შესწავლას და დოკუმენტირებას, პროგრამა მთლიანად აგებულია საბანკო დაწესებულებებში კადრების შერჩევის არსებული მოთხოვნების და სპეციფიკის შესაბამისად, კერძოდ:

  • მსმენელები შეისწავლიან პრაქტიკულ საბანკო ოპერაციებს საბანკო საოპერაციო პროგრამების(Alta Software)ბაზაზე, რომელსაც მოქმედი ბანკების უმრავლესობა იყენებს და რაც საშუალებას მოგცემთ საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში განახორციელოთ ნებისმიერი სახის საბანკო ოპერაცია: როგორც ანგარიშებიდან, ასევე ანგარიშების გარეშე - ფულის ჩარიცხვა, გადარიცხვა, ვალუტის კონვერტაცია, მიმდინარე, საბარათე, სადეპოზიტო და საკრედიტო ანგარიშების გახსნა, დახურვა, გადარიცხვების წარმოება, მართვა და სხვა.
  • მსმენელები შეისწავლიან ფინანსური მათემატიკის საფუძვლებს და ანგარიშგების პრინციპებს, მარტივი და რთული პროცენტის დაანგარიშების პრინციპებს და ანუიტეტის გამოთვლას,
  • მსმენელები შეისწავლიან კომერციულ ბანკებში სავალდებულო კომუნიკაბელობის, ანალიტიკური აზროვნების, ლიდერობის, ინიციატივების წარმოჩენის, გადაწყვეტილების მიღების, გუნდური მუშაობის და კონტროლის პრინციპებს;
  • მსმენელები საკუთარი ინიციატივების წარმოჩენის მიზნით, განახორციელებენ საბანკო პროდუქტების და კეისების პრეზენტაციებს,
  • მათემატიკურ და უნარების ტესტებთან ერთად, პროგრამაში სპეციალურად ცალკეა დამატებულ ფსიქოლოგიური სტრესს ტესტები, რადგან ფსიქოლოგიური სტრესებისადმი მდგრადობა ითვლება საბანკო კადრების შერჩევის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად.

მიზნობრივი ჯგუფები: პროგრამა სპეციალურად ისეა შედგენილი, რომ მისი თემატიკა თანაბრად თავსებადია როგორც ეკონომიკური, ასევე არაეკონომიკური უმაღლესი განათლების მქონე პირებისათვის, სტუდენტებისთვის, მაგისტრანტებისთვის, ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, საკრედიტო კავშირებში დასაქმების მოზნით.

პროგრამის ხანგრძლივობა: საბანკო საქმის ინტენსიური სწავლების კურსი (3 კვირა, კვირაში 5 დღე, შაბათ - კვირის გარდა), 30 საათი + 3 კვირა პროფესიული სტაჟირება (ყოველდღე).

სერთიფიცირება: ერთი ტრენინგის ღირებულების ფარგლებში თქვენ აიღებთ:

  • საბანკო საქმის ინტენსიური კურსის ორენოვან სერთიფიკატს
  • საბანკო ასოციაციაში სტაჟირების გავლის სერთიფიკატს
  • ასოციაციის წევრ ბანკებში და საკრედიტო ორგანიზაციებში წარსადგენ სარეკომენდაციო წერილს

პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, შესაბამისი წარდგინების საფუძველზე, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა დასაქმდეთ საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში როგორც საოპერაციო, ასევე გაყიდვების და საკრედიტო ოპერაციების კუთხით შემდეგ პოზიციებზე:

  • მოლარე;
  • მოლარე - ოპერატორი;
  • ანგარიშების მართვის მენეჯერი;
  • მითერი / გაყიდვების ოფიცერი;
  • განვადების მენეჯერი;
  • საცალო გაყიდევების მენეჯერი;
  • საკრედიტო ექსპერტი / თანაშემწე;
  • სესხის ადმინისტრატორი;
  • კლიენტთა მომსახურების ოფიცერი;
  • საინფორმაციო ოფიცერი.

პროგრამის ხელმძღვანელი:

საბანკო საქმის ინტენსიური სწავლების პროგრამა, მიმდინარეობს საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის მასტერკლასების სახით, თეორიული და პრაქტიკული მოდულების სწავლებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბანკო ოპერაციების წარმოების შესაბამისი ინსტრუქციების ბაზაზე.

გიორგი ცუცქირიძე 1997 წლიდან დღემდე არის საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. იგი წლების მანძილზე კითხულობდა ლექციების ციკლს საბანკო საქმეში და საფინანსო მენეჯმენტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გასული საუკუნის 90 - იანი წლებიდან მოყოლებული, საფინანსო და საბანკო სფეროებში მოღვაწეობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. მისი სტატიები და საექსპერტო კომენტარები პერიოდულად გადის ქართულ და უცხოურ ბეჭდვით და ელექტრონულ მედია საშუალებებში. არის საბანკო მომსახურების ბაზრის რამდენიმე კვლევის ავტორი, 1999 - 2002 წლებში იყო საქართველოს კომერციულ ბანკებში საბუღალტრო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IAS) დანერგვის კომიტეტის წევრი;

ტრენინგს ასევე უძღვებიან წამყვანი ბანკირები;

"საქართველოს ბანკების ასოციაცია" (სბა) დაფუძნდა 1994 წელს საქართველოს წამყვანი კომერციული ბანკების მიერ (საქართველოს ბანკი, თი ბი სი ბანკი, ლიბერთი ბანკი, ვითი ბი ბანკი). დღეისათვის "საქართველოს ბანკების ასოციაციის" წევრია საქართველოში მოქმედი ყველა 21 კომერციული ბანკი და მიკრო საფინანსო ორგანიზაცია კრედო.

საქართველოს ბანკების ასოციაცია არის მთავარი საბანკო გაერთიანება, რომლის წევრია მოქმედი ყველა კომერციული ბანკი, ხოლო საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, მისი წევრი ბანკების ინტერესების დაცვასთან და საექსპერტო მომსახურებასთან ერთად, საბანკო სექტორისათვის კვალიფიციური კადრების მომზადება და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება წარმოადგენს.

"საბანკო სწავლების ცენტრი" (სსც) დაარსდა 2007 წელს და წარმოადგენს წმინდა საბანკო პროფილის სპეციალიზირებულ სასწავლო ცენტრს. ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიისა და პროგრამების მიხედვით (საბანკო საქმის კურსი, მოლარე - ოპერატორის კურსი, საცალო და ბიზნეს საკრედიტო ოფიცრის კურსი, ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნების სწავლება, რისკების მართვა), საბანკო და საკრედიტო პროფილით 3000 მეტი სტუდენტის და სპეციალისტის გადამზადება მოესწრო, რომლებიც დღეს წარმატებით საქმიანობენ საქართველოს კომერციულ ბანკებში და წამყვან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში და სხვა ბიზნეს სტრუქტურებში.

დამატებითი ინფორმაცია თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ბმულიდან:

პროგრამის საფასური: პროგრამის ღირებულებაა - 250 ლარი. სწავლის საფასურის დაფარვა შესაძლებელია როგორც ერთიანად, ასევე ნაწილ - ნაწილ, პირველადი შესატანი თანხა შეადგენს მინიმუმ 100 ლარს; სწავლების საფასური მოიცავს: სწავლების საფასურს, სასწავლო ლიტერატურას და სერტიფიკატებს.

მოქნილი სწავლების დრო: სწავლება მიმდინარეობს ყოველდღე, შაბათ - კვირის გარდა. დილით - 11:00, და საღამოს - 19:00 საათი;
რეგისტრაციისათვის CV უნდა გამოაგზავნოთ შემდეგი ელ-ფოსტით: bec_trening@yahoo.com და "subject"-ში მიუთითოთ - "ბანკირთა მომზადების საზაფხულო პროგრამა!"

ადგილზე რეგისტრაცია მიმდინარეობს მისამართზე: თბილისი, ტ. შევჩენკოს ქ.5 (ამოსასვლილი რუსთაველის გამზირიდან, ლესია უკრაინკას ქუჩიდან, პირველი სკოლის უკანა მხარე)
საკონტაქტო ინფორმაცია: 599 10 32 44 ; ან 2 93 43 76

ავტორი "საქართველოს ბანკების ასოციაცია"

წყარო: Knowledge is Power