განათლება | საზღვარგარეთ

გაცვლითი პროგრამა აზერბაიჯანში (ბაქო)

გაცვლითი პროგრამა აზერბაიჯანში (ბაქო)
გაცვლითი პროგრამა აზერბაიჯანში (ბაქო)

"ევროპის ახალგაზრდული ორგანიზაცია" გთავაზობთ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამას აზერბაიჯანში.

პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.

ტრეინინგი შემუშავებულია ევროკავშირის სატრეინინგო პროგრამების ფარგლებში და ითვალისწინებს მსმენელთა ჩართულობის მაღალ დონეს. პროგრამის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ფორმალური და არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიას, შეისწავლონ უცხო ქვეყნის კულტურა და მოისმინონ ტრენინგები შემდეგ თემატიკებზე:

  • ფორმალური და არაფორმალური განათლება ახალგაზრდებში
  • ევროპული მოქალაქეობა
  • ახალგაზრდების ჩართულობა
  • ინტერკულტურული საღამოები
  • ევროპული იდენტობა
  • კომუნიკაცია

საცხოვრებელი აზერბაიჯანში:

პროგრამის ღირებულება შეადგენს 200 ევროს აზერბაიჯანში.

ღირებულება მოიცავს:

  • საცხოვრებელ ხარჯებს
  • თვითმფრინავის ბილეთს (ორივე გზა)
  • პროგრამაში მონაწილეობას
  • ექსკურსიას
  • სამჯერად კვებას
  • საერთაშორისო სერთიფიკატს

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აქტიურ ახალგაზრდებს, რომლებიც ფლობენ საკომუნიკაციო დონეზე ინგლისურ ენას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: 1 ივლისამდე.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მობრძანდით ჩვენს ოფისში: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე - 9 კილომეტრი (საქალაქო სასამართლოს გვერდით).

ან დაგვიკავშირდით: ტელ: 570 104 104; 555 355119.
ვებ - გვერდი: http://www.newuni.edu.ge/index.php?lang=en | https://www.facebook.com/pages/European-Youth-Organization/235368819974883?fref=ts

წყარო: Knowledge is Power

ფოტო

გაცვლითი პროგრამა აზერბაიჯანში (ბაქო)
გაცვლითი პროგრამა აზერბაიჯანში (ბაქო)