მკვლევარი-სტაჟიორები, მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ვიზუალური კომუნიკაციისთვის
მკვლევარი-სტაჟიორები, მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ვიზუალური კომუნიკაციის პროექტებისთვის
ჯამპსტარტ ჯორჯია ეძებს ენერგიულ, დამოუკიდებელ და მოტივირებულ მკვლევარ-სტაჟიორებს, რომლებიც დაეხმარებიან ჯამპსარტის გუნდს მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ვიზუალური კომუნიკაციის პროექტების განხორციელებაში.
სტაჟიორები მონაწილეობას მიიღებენ:
მონაცემების მოძიებასა და ანალიზში;
ინტერაქტიული და სტატიკური ვიზუალიზაციების კონცეფციების შექმნაში (ნიმუშები: FERADI.INFO/VISUALIZATIONS);
მულტიმედია ამბების დაგეგმვასა და შექმნაში (ნიმუშები: STORYBUILDER.JUMPSTART.GE);
სარედაქციო შეხვედრების დროს იდეების განხილვებში (ნიმუშები:HTTP://FERADI.INFO/EN/IDEAS);
საჭიროებიდან გამომდინარე, ჯამპსტარტ ჯორჯიას სხვადასხვა პროექტისა და ღონისძიების განხორციელებაში.
მოთხოვნები:
საქართველოში, სამხრეთ კავკასიასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ცოდნა და ინტერესი;
ახალი უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა;
მონაცემებთან მუშაობის სურვილი და შესაძლებლობა;
ინგლისურის კარგი ცოდნა.
სტაჟიორები თავდაპირველად გაივლიან მოკლე ტრენინგს, ხოლო სტაჟირების განმავლობაში ისარგებლებენ ჯამპსტარტის გუნდის წევრების მენტორობით.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 4 თვე (1 აგვისტო - 30 ნოემბერი); 25-40 საათი კვირაში.
სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი. დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო განაცხადის ფორმა 2014 წლის 22 ივლისამდე.