განათლება | საზღვარგარეთ

ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა უკრაინაში

ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა უკრაინაში
ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა უკრაინაში

"ევროპის ახალგაზრდული ორგანიზაცია" გთავაზობთ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამას უკრაინაში (ლვოვში). პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.

ტრეინინგი შემუშავებულია ევროკავშირის სატრეინინგო პროგრამების ფარგლებში და ითვალისწინებს მსმენელთა ჩართულობის მაღალ დონეს. პროგრამის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ფორმალური და არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიას, შეისწავლონ უცხო ქვეყნის კულტურა და მოისმინონ ტრენინგები შემდეგ თემატიკებზე:

  • ფორმალური და არაფორმალური განათლება ახალგაზრდებში
  • ახალგაზრდების უმუშევრობა
  • ევროპული მოქალაქეობა
  • ახალგაზრდების ჩართულობა
  • ევროპული იდენტობა
  • კომუნიკაცია

პროექტში მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, იტალია, რუმინეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ლატვია, ლიტვა, ჩეხეთი, უკრაინა და ესპანეთი.

პროგრამის ღირებულება შეადგენს 250 ევროს.

ღირებულება მოიცავს:

  • პროგრამაში მონაწილეობას
  • სასტუმროს ხარჯებს
  • 3 - ჯერად კვებას
  • ექსკურსიას
  • მგზავრობის ხარჯს(ორივე გზა)
  • საერთაშორისო სერტიფიკატს

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ cv შემდეგ მისამართზე: eyo.exchange@gmail.com
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 ივლისი 2014.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მობრძანდით ჩვენს ოფისში: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანიმე - 9 კილომეტრი (საქალაქო სასამართლოს გვერდით) ან დაგვიკავშირდით: ტელ: 570 104 104 555 355119;
web page
facebook page

წყარო: "ევროპის ახალგაზრდული ორგანიზაცია"