განათლება | საქართველო

საგრანტო დაფინანსებისთვის წელს გამოყოფილია 9 165 000 ლარი

საგრანტო დაფინანსებისთვის წელს გამოყოფილია 9 165 000 ლარი
საგრანტო დაფინანსებისთვის წელს გამოყოფილია 9 165 000 ლარი

2014 წელს საგრანტო დაფინანსებისთვის წელს გამოყოფილია 9 165 000 ლარი (შარშანდელზე 145 ათასი ლარით მეტი). გარდა ამისა, უფასო (სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ) საგანმანათლებლო პროგრამებს დაემატა 1200-ზე მეტი ადგილი, შესაბამისად, წელს 5000-ზე მეტ აბიტურიენტს აქვს შესაძლებლობა, ამ პროგრამებზე ჩარიცხვის შემთხვევაში, საბაკალავრო პროგრამაზე ყოველგვარი გადასახადის გარეშე ისწავლოს.

2013 წელს სრული ან ნაწილობრივი გრანტი მიიღო 6642-მა აბიტურიენტმა. ამასთან, უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოყოფილი იყო 3795 ადგილი.

გთავაზობთ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს

წყარო: გამოცდების ეროვნული ცენტრი.