განათლება | თბილისი

სფფ-ის აკადემიაში ბავშვების მიღება იწყება

სფფ-ის აკადემიაში ბავშვების მიღება იწყება
სფფ-ის აკადემიაში ბავშვების მიღება იწყება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო აკადემია, რომელიც უეფას მხარდაჭერით სულ ცოტა ხნის წინ შეიქმნა, მოსწავლეთა მიღებას  იწყებს.  აკადემია პირველ სასწავლო წელს 2000 და 2001 წლებში დაბადებული ბავშვების მიღებას აწარმოებს. სრულიად უფასო, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საფეხბურთო აკადემიაში სწავლის დასაწყების მსურველმა ფეხბურთელებმა, პირველ რიგში, აუცილებელია გაიარონ სარეგისტრაციო პროცედურა; შემდგომი ეტაპების შესახებ კი, ყველა აპლიკანტს დამატებით წერილობით ეცნობება.

რეგისტრაციის გავლა და თანდართული ელექტრონული ანკეტის შევსება შესაძლებელია როგორც ელექტრონული სახით, ისე ადგილზე -  სფფ-ის სათაო ოფისში.

შევსებული სარეგისტრაციო ფორმები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: academy@gff.ge ან მოიტანოთ ფეხბურთის ფედერაციის ოფისში მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის 76ა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ სფფ-ის სამდივნოს: +993 32 223 51 69, 291 37 33

წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო აკადემია