განათლება | საზღვარგარეთ

ევროპელ დიპლომატთა ასოციაცია - საერთაშორისო პროექტი უნგრეთში

ევროპელ დიპლომატთა ასოციაცია - საერთაშორისო პროექტი უნგრეთში
ევროპელ დიპლომატთა ასოციაცია - საერთაშორისო პროექტი უნგრეთში

"ევროპელ დიპლომატთა ასოციაცია" გთავაზობთ საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტს უნგრეთში (ბუდაპეშტი, აიკში, ვასარონამენში).

პერიოდი: 14–29 სექტემბერი 2014.

პროექტის ფარგლებში მონაწილებს ექნებათ საშუალება: დაესწრონ პანელურ დისკუსიებს, ჰქონდეთ შეხვედრები სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებში, გაიცნონ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლები. აწარმოონ მოლაპარაკებები საერთაშორისო დონეზე, აწარმოონ გაცვლითი დიალოგი დაინტერესებულ მხარეებთან.

პროექტის სამუშაო თემები

1. არაფორმალური განათლება
2. მეწარმეობა
3. როგორ დავიწყოთ ბიზნესი
4. დროის მენეჯმენტი
5. პოზიტიური და კრეატიული მსჯელობა
6. ახალგაზრდული აქტივობები
7. ინტერკულტურული დიალოგი
8. ევროპული იდენტობა

პროექტში მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, უკრაინა, რუმინეთი და უნგრეთი.

პროექტის საფასური შეადგენს 650 ევროს (დაფინანსების მოპოვება შესაძლებელია უნივერსიტეტეტებიდან და სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებიდან).

ფინანსური აღწერა

  • თბილისი–ბუდაპეშტი–თბილისი
  • საცოვრებელი ხარჯები 14 ღამე, 13 დღე
  • კვება (საუზმე, ლანჩი, სადილი)
  • კონფერენციაში მონაწილეობა
  • სოციალური ღონისძიება
  • ექსკურსიები
  • წინამოსამზადებელი შეხვედრები
  • საერთაშორისო სერთიფიკატი

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ

  • მოტივაციის მქონე დაინტერესებულ პირებს
  • ბაკალავრიატის სტუდენტებს
  • მაგისტრატურის სტუდენტებს
  • დოქტორანტურის სტუდენტებს
  • მე-12–11–10 კლასის მოსწავლეებს

პროექტის მონაწილე საკომუნიკაციო დონეზე უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.

დელეგაციის წევრთა რაოდენობა მკაცრად განსაზღვრულია პარტნიორი ორგანიზაციის მხრიდან, შესაბამისად მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, მათ შორის საქართველოდან.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) არაუგვიანეს 30 ივლისამდე შემდეგ მეილზე: eudiplomats@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ forum in Hungary.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველას 76ა
ტელ.: +995 557 30 24 11 ნიკა ; +995 555 76 80 76 ზურა

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: https://www.facebook.com/eudiplomats

ავტორი: ევროპელ დიპლომატთა ასოციაცია

წყარო: Knowledge is Power