პირველკლასელებისთვის სახელმძღვანელოები მსუბუქ და გამძლე ქაღალდზე იბეჭდება
პირველკლასელებისთვის სახელმძღვანელოები მსუბუქ და გამძლე ქაღალდზე იბეჭდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესებულ ხარისხთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ჟურნალისტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ მიმდინარეობის თაობაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2013 წლიდან ახორციელებს „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამას“. პროგრამის
ფარგლებში სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცემა:
საქართველოს საჯარო სკოლების ყველა მოსწავლეს;
კერძო სკოლების სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების წევრ მოსწავლეებს;
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილებს;
იმ კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც ამ სკოლის პრივატიზებამდე სწავლობდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ახალგორის მუნიციპალიტეტის და გალის რაიონის (ენგურს მოსაზღვრე 9 სკოლა) ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული იმ სკოლების მოსწავლეებს, სადაც სწავლება ხორციელდება ქართულ ენაზე.