განათლება | თბილისი

თემურ ჩხეიძის სახელოსნო მსურველებს უფასო სწავლას გთავაზობთ

თემურ ჩხეიძის სახელოსნოში მიღების წესები

1. სახელოსნოში მიიღებიან სრული უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეები.
2. სახელოსნოში რეგისტრაცია/განაცხადების მიღება დაიწყება 2014 წლის 25 აგვისტოდან და გაგრძელდება 5 სექტემბრამდე ყოველდღე 12–დან 18 სთ–მდე.
3. სახელოსნოში სწავლა შეუძლია ნებისმიერი უმაღლესი განათლების მქონე პირს, თუმცა უპირატესობა მიენიჭებათ არჩეული სპეციალობის (რეჟისორი, დრამატურგი, თეატრმცოდნე) უმაღლესი განათლების მქონე კანდიდატებს.
4. სახელოსნოში სწავლა უფასოა.
5. კურსი მოიცავს ორ სასწავლო წელს.

25 ივლისს, 15:00 საათზე, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სახელოსნოში სწავლის მსურველებთან.
შეხვედრას თავად ბატონი თემური გაუძღვება.

წყარო: სამეფო უბნის თეატრი