განათლება | თბილისი

სტიპენდია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისგან

 სტიპენდია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისგან
სტიპენდია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისგან

კონკურსის მიზანია:

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის წახალისება მეცნიერებათა იმ დარგებში, რომელიც შეესაბამება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითად სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს (ძველი ქართული ფილოლოგია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ხელნაწერი წიგნის კულტურა, საგამოფენო საქმე, რესტავრაცია, დიგიტალიზაცია, მონაცემთა ბაზები, საბიბლიოთეკო საქმე და სხვ.);

ილია აბულაძისა და კორნელი კეკელიძის მიერ დაფუძნებული სამეცნიერო ტრადიციების გაგრძელების ხელშეწყობა.

ილია აბულაძის სახელობის სტიპენდია განკუთვნილია საქართველოს ავტორიზებული და ავტორიზებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაღალი აკადემიური მოსწრების (81 ქულიდან ზემოთ) ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, რომელთაც გავლილი აქვთ აღნიშნული საფეხურის არანაკლებ 2 კურსი და სამეცნიერო ინტერესთა სფერო შეესაბამება კონკურსის მიზანს.

ილია აბულაძის სახელობის სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში 1 (ერთ) სტუდენტს გადაეცემა სერთიფიკატი და სახელობითი სტიპენდია  100 (ასი) ლარის ოდენობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით 6 (ექვსი) თვის განმავლობაში.

კორნელი კეკელიძის სსახელობის სტიპენდია განკუთვნილია საქართველოს ავტორიზებული და ავტორიზებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაღალი აკადემიური მოსწრების მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, რომელთა სამეცნიერო ინტერესთა სფერო შეესაბამება კონკურსის მიზანს.

კორნელი კეკელიძის სახელობის სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში 1 (ერთ) სტუდენტს გადაეცემა სერთიფიკატი და სახელობითი სტიპენდია  150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით 6 (ექვსი) თვის განმავლობაში.

საკონკურსო კომისია სტიპენდიების მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებისას გაითვალისწინებს: კონკურსანტის სამეცნიერო კვლევის თემატიკის შესაბამისობას კონკურსის მიზანთან, საკვლევი ამოცანების აქტუალურობას, სამეცნიერო აქტივობას, აკადემიურ მოსწრებას, რეკომენდატორების წარდგინებას, ესსეს შინაარსს.

კონკურსის შედეგების საფუძველზე, საკონკურსო კომისია იღებს გადაწყვეტილებას სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე, რომელიც მტკიცდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით. ამ ბრძანების შესაბამისად სტიპენდიანტს გადაეცემა სერთიფიკატი.

სერთიფიკატის მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში სტიპენდიანტმა ცენტრში უნდა წარადგინოს საბანკო ანგარიშის ნომერი და პირადობის მოწმობის ასლი. სტიპენდია ყოველთვიურად გადაირიცხება  სტიპენდიანტის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

სტიპენდიანტი იღებს ვალდებულებას სტიპენდიალური პროგრამის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში წარადგინოს სტიპენდიის მიღების პერიოდში (6 თვე) შესრულებული სამეცნიერო მუშაობის შედეგები. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი სტიპენდიანტს აძლევს შესაძლებლობას, სამეცნიერო მუშაობის შედეგები წარადგინოს კორნელი კეკელიძის  სემინარზე.

სტიპენდიების მაძიებლებმა ელექტრონულ მისამართზე exb.edu@manuscript.ac.ge უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

სააპლიკაციო ფორმა-განაცხადი შესაბამისი სტიპენდიის მოსაპოვებლად (ჩამოსატვირთი ფორმა, იხ. ბმულები ტექსტის ბოლოს);
აკადემიური მოსწრების დოკუმენტი, დამოწმებული დეკანატის მიერ (სკანირებული ასლი);
პირადობის მოწმობა (სკანირებული ასლი);
ორი რეკომენდატორის (ერთი სასურველია - სამეცნიერო ხელმძღვანელის) ხელმოწერილი წარდგინება (სკანირებული ასლი);
ერთი გამოქვეყნებული სტატია, რომელიც, განმცხადებლის აზრით, უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს (სკანირებული ასლი).

შენიშვნა: ბოლო პუნქტი სავალდებულოა მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, სასურველია - ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის.

განცხადებები მიიღება 2014 წლის 3 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით.

ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი ან არასრული დოკუმენტაციით წარმოდგენილი განაცხადი საკონკურსოდ არ განიხილება.

გთხოვთ იხილოთ ჩამოსატვირთი ფორმები

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის 1/3
გამოფენისა და განათლების დეპარტამენტი, II სართული, ოთახი 22/24.
პროგრამის კოორდინატორი: გამოფენისა და განათლების დეპარტამენტი
საკონტაქტო პირები: ნათია ვეკუა
ნიკოლოზ ჟღენტი (599 899 646)
ტელ: (32) 2 47 42 42 (შიდა ნომერი 106)
ელ.ფოსტა:
exb.edu@manuscript.ac.ge

წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ვიდეო