განათლება | მცხეთა

ორი ახალი სკოლა მცხეთაში

ორი ახალი სკოლა მცხეთაში
ორი ახალი სკოლა მცხეთაში

მცხეთის მუნიციპალიტეტში ორი ახალი სკოლა შენდება. მუხრანის N2 და წილკნის საჯარო სკოლები ახალ შენობებში ფუნქციონირებას მომავალი სასწავლო წლიდან დაიწყებენ.

გასულ წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი 9 სკოლა შეარჩია, რომელთა ადგილზეც თანამედროვე სტანდარტების ნაგებობების მშენებლობა დაიგეგმა. 2014 წელს კი დამატებით, კიდევ 6 სკოლის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი.

წყარო: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ვიდეო