განათლება | თბილისი

თამაშზე მონაწილე გუნდებისგან დაკომპლექტდება ტვინების ბრძოლის უმაღლესი ლიგა

თამაშზე მონაწილე გუნდებისგან დაკომპლექტდება ტვინების ბრძოლის უმაღლესი ლიგა
თამაშზე მონაწილე გუნდებისგან დაკომპლექტდება ტვინების ბრძოლის უმაღლესი ლიგა

პირველ ივნისს გაიმართა „ტვინების ბრძოლის“ პირველი თამაში, რომელიც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმსა და ქ. ზუგდიდში. პირველ ასაკობრივ კატეგორიაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები, ხოლო მეორე ასაკობრივ კატეგორიაში კი - მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ახალგაზრდები. მონაწილეთათვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა შერჩეული კითხვები; ორივე ასაკობრივ კატეგორიაში დაფიქსირდა სწორი პასუხების მაღალი მაჩვენებელი. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ გუნდების წევრთა უმრავლესობას წაიკითხული ჰქონდა პირველი თამაშის დაანონსებული წიგნი: ჰომეროსის „ოდისეა“. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი - მოსწავლე-ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლება, მიღწეული იქნება. „ტვინების ბრძოლამ“ ასევე დიდი დაინტერესება გამოიწვია იმ მოსწავლეებში, რომლებიც არ იყვნენ ჩართული პირველ თამაშში. შეგახსენებთ, რომ „ტვინების ბრძოლის" მეორე შეხვედრა გაიმართება 14 ივნისს და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ ახლად დარეგისტრირებულ გუნდებსაც. 14 ივნისის თამაშზე მონაწილე გუნდებისგან დაკომპლექტდება ტვინების ბრძოლის უმაღლესი ლიგა, რომელიც სექტემბრიდან დაიწყება და გამოავლენს საქართველოს ყველაზე ინტელექტუალ მოსწავლეებს. ლიგის თამაშებს ექნება სისტემატიური ხასიათი და ყოველი ორი თამაშის ჯამში, თითოეული ქალაქიდან, გამოვლინდება თვის საუკეთესო გუნდი, ხოლო სეზონის ბოლოს - ჩემპიონატის გამარჯვებული. პროექტის საპრიზო ფონდი იქნება ყველაზე დიდი ასეთი სახის ინტელექტუალურ შეჯიბრებებს შორის და მიაღწევს 15000 ლარს. ჩაერთე „ტვინების ბრძოლაში", გაიმდიდრე შენი ლიტერატურული არსენალი, გაიმარჯვე და მოირგე ინტელექტის მუზარადი!

წყარო: ტვინების ბრძოლა