განათლება | საგარეჯო

ლამბალოს ახალი სკოლა

ლამბალოს ( საგარეჯოს მუნიციპალიტი) ახალი სკოლა
ლამბალოს ( საგარეჯოს მუნიციპალიტი) ახალი სკოლა

ლამბალოს საჯარო სკოლის აღსაზრდელები მალე თანამედროვე სტანდარტების 3-სართულიან სკოლაში ისწავლიან, სადაც განათლების მიღებას 1000 მოსწავლე შეძლებს. ლამბალოს საჯარო სკოლა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რაც უკანასკნელ წლებში განხორციელებულა.

6400 კვადრატული მეტრის შენობაში 43 საკლასო ოთახი, 3 კალს-კაბინეტი, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი და ექიმის კაბინეტი განთავსდება. სკოლაში მოეწყობა სპეციალური პანდუსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და ლიფტი, ასევე თანამედროვე სტანდარტების სასკოლო ინვენტარი. იქნება ღია და დახურული სპორტული მოედნები.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებითა და დაფინანსებით წელს 9 ახალი სკოლა შენდება, 2014 წელის ბოლომდე კი, კიდევ 6 საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყება.

ავტორი: mastsavlebeli.ge

წყარო: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ვიდეო